“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ აქტივისტების აკადემიის მეოთხე ლექცია-დისკუსიის ვიდეო ჩანაწერს.
ქვიარ და ნარკოპოლიტიკის აქტივისტი პაატა საბელაშვილი საუბრობს ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის დაწყებული აქტივის მიმდინარეობასა და გამოწვევებს, რომელთა წინაშე აღნიშნული მოძრაობა დადგა.
პაატა საბელაშვილი “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტია, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის იბრძვის. “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” არაერთი მასშტაბური აქცია ჩაატარა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით. მოძრაობის დამსახურებაა ის, რომ დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის ლიბერალიზებისთვის, რისი ერთერთი შედეგიც მარიხუანის მოხმარება დასჯადი აღარ არის.
,,აქტივისტების აკადემია” მოიცავს 4 დისტანციური ლექცია-დისკუსიას. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩვენი შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში შედგება.