“თანასწორობის მოძრაობა” გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ვიხსენებთ ჩვენი წინაპრების 102 წლის წინანდელ მცდელობას, შეექმნათ თანასწორუფლებიანობაზედაფუძნებული სახელმწიფო.
საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი აქტივიზმისა და ბრძოლისათვის ლგბტქი ადამიანების თანასწორობის მიღწევისთვის, რადგანაც იგი განსაზღვრავს ჩვენს დღის წესრიგსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშე ლგბტქი თემი დგას.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 29-ე წელს პანდემიის პირობებში ვხვდებით. ამ მდგომარეობით გამოწვეულმა შეზღუდვებმა უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა ან მნიშვნელოვნად შეუმცირა საარსებო წყარო. მართალია მთავრობამ შეიმუშავა კრიზისთან გამკლავების გზები, თუმცა, ბევრი ადამიანები ამ გეგმის მიღმა დარჩა, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მწვავედ იგრძნეს ქვიარ, განსაკუთრებით ტრანს, ადამიანებმა.
როგორც ვნახეთ, დამოუკიდებლობა არაა საკმარისი საყოველთაო თანასწორობის მისაღწევად. სამწუხაროდ, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა, მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ამ სიტყვებისა, დღეს ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
იმედი გვაქვს, რომ მომავალი საიუბილეო თარიღები მოგვცემს შესაძლებლობას, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა. იმედი გვაქვს, მთავრობა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და შექმნის პოლიტიკას, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში არ იქნებიან სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა დარჩენილი ჩაგრული და გარიყული ჯგუფები.