Dance Or Die – გამარჯვების ცეკვა


“თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება”

ქვიარ ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ვთამაშობდით “ანდერგრაუნდ” კულტურის განვითარებაში. 2013 წლის 17 მაისის მასობრივი ძალადობის შემდეგ სწორედ ქვიარ ადამიანები ვიყავით, ვინც ღამის კლუბ Bassiani-თან თანამშრომლებით დავიწყეთ Horoom Nights.ფილმში, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაზე მოგვითხრობს, ნახავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვიარ აქტივიზმის ადგილი სამოქალაქო პორტესტში.

ცეკვა, როგორც ურთიერთკავშირისა და თვითგამოხატვის ფორმა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ფილმის ავტორები ერთის მხრივ ისტორიულ წარსულს მიმოიხილავენ ცეკვის უძველესი რიტუალებიდან – რევოლუციამდე; მეორეს მხრივ კი აღწერენ მოძალადე სისტემისა და დომინანტური კულტურის მიერ უარყოფილ თაობას. Dance or Die საერთაშორისო გამოფენის Dance of Urgency- ის ნაწილია, რომელიც ავსტრიაში, ვენის სახელოვნებო ცენტრში, Museums Quartier-ში გაიმართა არტისტისა და მკვლევარის, ბოგომირ დორინგერის კურატორიბით. გამოფენა იკვლევდა და წარადგენდა მსოფლიოში ცეკვის პოლიტიკურ მნიშვნელობას – დეტროიტიდან – ბერლინამდე, ლისაბონიდან – კიევამდე, ჰაიფადან – თბილისამდე.

ავტორები:  ნაჯა ორაშვილი, გიორგი კიკონიშვილი