ახალი ამბები


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საჯაროდ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობის ფორმატი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ყველა ეტაპზე გამოხატავდნენ/გამოხატავენ მზაობას (დეტალურად იხ. ბმულზე), წვლილი შეიტანონ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ეს დასტურდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან 2023 წლის 28 თებერვლისა და 19 მარტის წერილობითი კომუნიკაციით. თუმცა, გვჯერა, …

ახალი ამბები


კოალიცია ეხმიანება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს

13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.[1] „ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების მიღების გაცხადებული მიზანი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, კანონპროექტი ვერ ასრულებდა მართლმსაჯულების შესახებ რეკომენდაციას.[2] დასკვნის მიღების შემდეგ მმართველმა პარტიამ გადაამუშავა კანონპროექტი. მიუხედავად ამისა,   ცვლილებები კვლავ გვერდს უვლის სასამართლოში არსებულ მთავარ პრობლემას – სასამართლოს …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს აპლიკაციების მიღებას “აქტივისტთა ბანაკში” მონაწილეობისთვის

ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ლგბტქ+ თემის მოწყვლადობისა და დაუცველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ლგბტქ+ თემის წევრები და აქტივისტები, არამხოლოდ პირადად აწყდებიან ცრურწმენებსა და სტერეოტიპებზე დაფუძნებულ უარყოფით, ხშირად მტრულ განწყობებს, არამედ ასევე უწევთ მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ ლგბტქ+ თემის სხვა წევრები, გაიზიარონ მათი საჭიროებები და წუხილები. ასეთ პირობებში ცხოვრებასა და მუშაობას სტრესულ ფაქტორებთან დაკავშირებულ ემოციურ გადაწვამდე მივყავართ. “თანასწორობის …

ახალი ამბები


რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება

საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია. ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ქართველი ხალხის 89%-ის …

განცხადებები


პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT) აღინიშნება. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!’ ეხმაურება ამ დღეს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საზოგადოებას შეახსენოს ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს ქვეყანაში. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სამწუხაროდ, ლგბტქი+ თემს დღემდე არ აქვს საჯარო სივრცეში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2021 წლისგან განსხვავებით, …

განცხადებები


„ქართული ოცნება“ აგრძელებს სასამართლო კლანის ინტერესების დაცვას – კოალიციის განცხადება

  საპარლამენტო უმრავლესობამ შეგნებულად უკვე ორჯერ შეუშალა ხელი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. 18 აპრილის სესიისთვის 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. ხმათა ეს რაოდენობა საკმარისი იყო კომისიის შექმნისთვის. თუმცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დეპუტატებმა კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად, კვორუმი (76 დეპუტატი) არ შედგა. …

განცხადებები


სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს …

განცხადებები