ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ლგბტქ+ თემის მოწყვლადობისა და დაუცველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ლგბტქ+ თემის წევრები და აქტივისტები, არამხოლოდ პირადად აწყდებიან ცრურწმენებსა და სტერეოტიპებზე დაფუძნებულ უარყოფით, ხშირად მტრულ განწყობებს, არამედ ასევე უწევთ მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ ლგბტქ+ თემის სხვა წევრები, გაიზიარონ მათი საჭიროებები და წუხილები. ასეთ პირობებში ცხოვრებასა და მუშაობას სტრესულ ფაქტორებთან დაკავშირებულ ემოციურ გადაწვამდე მივყავართ.
“თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივით, გაიმართება ლგბტქ+ აქტივისტების გასვლითი შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და განვიხილავთ სტრესმედეგობის განვითარების სტრატეგიებს.
თანასწორობის მოძრაობა წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქ+ ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ლგბტქ+ თემის გაძლიერებასა და მისი უფლებების ადვოკატირებაზე.
აპლიკაციების მიღება დასრულებულია