დოკუმენტები


საქართველოს ქიმსექსის კვლევა

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ “საქართველოს ქიმსექსის კვლევას.” მასში მიმოხილულია მსმ (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან” თემში სქესობრივ კონტექსტში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრაქტიკა. კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ მსმ პოპულაციაში ქიმსექსის პრაქტიკის და სქესობრივ კონტექსტში ფსიქოატიური ნივთირებების მოხმარების მახასიათებლების გამოვლენა, აღნიშნულთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ავტორები არიან გვანცა კვინიკაძე და გიორგი სოსელია. კვლევა …

დოკუმენტები


დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2019 წლის ანგარიში

დღეს, 2 მაისს “კოალიციამ თანასწორობისთვის” გამოაქვეყნა რიგით მეოთხე ანგარიში, სადაც მიმოხილულია 2019 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა. ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წლის ტენდენციები, რომლებმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, აქ ნაჩვენებია ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და …

დოკუმენტები


ჟურნალი “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებითვის”

ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომერი არის სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის. ჟურნალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, ციფრული უსაფრთხოების, ბულინგის საკითხებს. ჟურნალში გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე. ჟურნალი “თანასწორობის მოძრაობის” ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგისა და გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე …

არ ხარ მარტო
დოკუმენტები


მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში”, რომლის მიზანია შეისწავლოს ბარიერები, რომლებსაც საქართველოში მიგრირებული მსმ და ტრანს ადამიანები აწყდებიან. დოკუმენტის ჩამოსაწერად გადადით ბმულზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა აივ/შიდსის  პრევენციისა და მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა განაპირობა. შესაბამისად, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამკურნალო და პრევენციულ პროგრამებზე უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება …

დოკუმენტები


საქმიანობის წლიური ანგარიში – 2019

2019 წლის განმავლობაში „თანასწორობის მოძრაობა“ აქტიურად მუშაობდა ლგბტქ თემის გაძლიერებისთვის. წარმოგიდგენთ, მოკლედ, ჩვენ მიერ გაწეულ შრომასა და გამართულ აქტივობებს, რომელიც 2019 წლის განმავლობაში განვახორციელეთ. 2019 წელს ჩვენი მიზნები იყო: ლგბტქ თემის წარმომადგენელთათვის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ლგბტქ თემის მობილიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა; ლგბტქ თემის წარმომადგენლების გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის სანახავად, …

დოკუმენტები


2019 წლის ეროვნული ანგარიში გეი კაცების, სხვა მსმ-ებისა და ტრანს* ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ

უკანასკნელ წლებში კანონმდებლობაში გადადგმული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და დოკუმენტირებული შემთხვევები ამტკიცებს, რომ ჰომო- და ტრანს*ფობიური დისკრიმინაცია, აგრეთვე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრაქტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ გეი კაცებს, სხვა მსმ-ებსა და ტრანს* ადამიანებს სხვათა თანასწორად არ შეუძლიათ საერთაშორისო …

დოკუმენტები


სამოქალაქო პარტნიორობის კვლევა

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ სამოქალაქო პარტნიორობის კვლევას, რომელიც “ევრაზიული კოალიციის მამაკაცთა ჯანმრთელობისთვის” (ECOM) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ავტორი თათია ქინქლაძე. კვლევის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე სამოქალაქო პარტნიორობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს სამოქალაქო პარტნიორობის რეგულირების აუცილებლობას. ერთი რამ ცხადია, რომ არაჰეტეროსექსუალური პატერნების ფორმირება ნელ-ნელა ხდება ჰეტეროსექსუალურ საზოგადოებებში. ეს განსაკუთრებით ცხადად გამოიკვეთა ,,ოჯახურ ცხოვრებასთან“ …

დოკუმენტები


ქვიარ ქალების საჭიროებები საქართველოში 2019

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “ქვიარ ქალების საჭიროებები საქართველოში”, რომელიც 2019 წლის ივნისში ჩატარდა. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები  ქვიარ ქალების საჭიროებების კვლევას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი დაცვა, ჯანმრთელობა სგგი პრევენცია, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და თემის შესაძლებლობების განვითარება. თვისებრივ კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქვიარ ქალები სისტემური ჩაგვრის მსხვერპლი მინიჭებული სქესისა და ჰომოფობიის გამო ხდებიან. …

დოკუმენტები