დოკუმენტები


ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)

“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ კვლევას “ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)”, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების მდგომარეობას და დასაქმების ბარიერებს. კვლევა მიმოიხილავს ქვიარ ადამიანების შრომით უფლებებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკას, შრომით კანონმდებლობას და სამართლებრივ მექანიზმებს. საქართველოს კონტექსტისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დოკუმენტი განიხილავს კანონმდებლობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. კვლევის ავტორები არიან ნუკრი ტაბიძე და ლელა გვიშიანი. ანგარიშის მომზადება …

დოკუმენტები


გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული ანგარიში

2018 წლის ივლისში, სახელმწიფოს უნდა წარედგინა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) შესრულების მეექვსე პერიოდული ანგარიში, რაც წარადგინა 2020 წლის ნოემბერში. “კოალიციამ თანასწორობისთვის” და კიდევ რამდენიმე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მოამზადა ალტერნატიული ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს დღეს გაეგზავნა. ანგარიშში საუბარია შემდეგ საკითხებზე: 1. ქალთა მიმართ ძალადობა; 2. ქალთა პოლიტიკური …

დოკუმენტები


“სვლა მომავლისკენ” – ახალი ბუკლეტი აივ-დადებითი ადამიანებისთვის

თუ ახლახანს შეიტყვე საკუთარი აივ-დადებითი სტატუსის შესახებ, სახელმძღვანელო დაგეხმარება გაიგო მეტი აივ-ინფექციის შესახებ. აივ-დადებითი სტატუსის გაგება ადამიანებში არაერთგვაროვან ემოციებს აღძრავს. როგორც წესი, აივ-დადებით პირებს ამ დროს შფოთვა, დეპრესია და უსამართლობის გრძნობა უჩნდებათ. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ თუ შფოთვა და დეპრესია ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში,    აუცილებლად გაესაუბრეთ სპეციალისტს. წინამდებარე სახელმძღვანელოში შევეცდებით ნათლად და მარტივად …

ახალი ამბები
დოკუმენტები
თარგმანი


ქვიარ ბულინგი სკოლაში

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “ქვიარ ბულინგი სკოლაში”. კვლევის პრეზენტაცია გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 19:00 საათზე. ბულინგი მოსწავლეებს შორის ძალადობის გავრცელებული პრაქტიკაა. სკოლაში ბულინგის პრობლემა მჭიდრო კავშირშია როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში გამყარებულ გენდერულ როლებსა და ძალადობასთან. გენდერულად არაკონფორმული ბავშვები, როგორც წესი, ორივე სივრცეში სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. კვლევის მიზანია …

დოკუმენტები


ტრანს* ადამიანების ჯანდაცვის საკითხების კვლევა საქართველოში

“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ “ტრანს* ადამიანების ჯანდაცვის საკითხების კვლევას”. ტრანს* ჯანდაცვის განვითარების და ტრანს* ადამიანების ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლევა ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში 2020 წლის თებერვალში შესული ცვლილება, სახელდობრ,  მე-15 თავი – “თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომლის მიზანია სოგი-ს სპეციფიკის გათვალისწინებით ქვეყანაში სოციალური  და ჯანდაცვის სერვისების …

დოკუმენტები


„თანასწორობის მოძრაობამ“ და ECOM-მა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს

„თანასწორობის მოძრაობამ“ და მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულმა კოალიციამ (ECOM) გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს. ანგარიში მოიცავს საქართველოში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ლგბტ+ ადამიანების მიერ სხვადასხვა უფლების განხორციელებასა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: თანასწორობის უფლება; შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება; ჯანმრთელობის უფლება; ოჯახისა …

დოკუმენტები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ UPR-ის ფარგლებში კოალიციური ანგარიში წარადგინეს

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა- თანასწორობის მოძრაობამ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG), საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა-თანადგომამ და ასოციაცია ჰერა XXI-მა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში ანგარიში წარადგინეს. ანგარიში აფასებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით 2015 წლიდან დღემდე საქართველოს …

დოკუმენტები


კოალიციამ “თანასწორობისათვის” გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში ანგარიში წარადგინა

კოალიციამ „თანასწორობისთვის“ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2015-2020 წლების პერიოდს და აფასებს საქართველოს მეორე ციკლით გადასინჯვის შემდეგ გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას. ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბავშვთა ოჯახური გარემო და ალტერნატიული ზრუნვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია და ეროვნული კანონმდებლობის მასთან ჰარმონიზაცია; ქალთა მიმართ სექსუალური …

დოკუმენტები