ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომერი არის სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის. ჟურნალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, ციფრული უსაფრთხოების, ბულინგის საკითხებს. ჟურნალში გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე.
ჟურნალი “თანასწორობის მოძრაობის” ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგისა და გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
ჟურნალის სანახავად, გადადით ბმულზე: ჟურნალი ეგალიტე