გიყვარდეს, ნიშნავს გქონდეს ძალიან ბევრი პრობლემა…


“იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ქვიარ ადამიანები არიან, არავინ ირჩევს. შეუძლებელია აირჩიო დამცირება, აირჩიო მარტოობა, იმ მხარეს ყოფნა, სადაც შენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ დგას. არ არის ჩემთვის სულერთი რომ ვიღაცას ვეზიზღები… მე მაზიანებს ის, რომ ვიღაცას ვეზიზღები…”

“მე ვარ ტატო ორაგველიძე, ტანსაცმლის დიზაინერი. ცოტა ხანი არ არის, რაც ვიბრძვი იმისთვის, რომ მე და ჩემნაირ ათასობით ადამიანს ჰქონდეთ უფლება, რომ უყვარდეთ ის, ვინც უნდათ რომ უყვარდეთ, იყვნენ ბედნიერები მასთან ერთად, ვისთან ერთადაც უნდათ.”

“როცა ხარ შეყვარებული, ეგ მდგომარეობა შენთვის ხდება გადასატანი. გიყვარდეს, ნიშნავს გქონდეს ძალიან ბევრი პრობლემა. ძალიან შეუთავსებელია ერთმანეთთან ეს ორი რამე, იმიტომ რომ საზოგადოება და არამხოლოდ ფართო გაგებით, შენი მიკრო სოციუმი გაყენებს არჩევანის წინაშე, რომლის ერთი მხარეც არის აბსოლუტური მარტოობა, ძალიან ბევრი პრობლემა, ფინანსური, ემოციური და მეორეს მხრივ არის უარყოფა საკუთარი თავის. ადამიანები გთხოვენ, რომ არ იყო ისეთი, როგორადაც შენ თავს განიცდი.” – ტატო ორაგველიძე