“ათი წლის შემდეგ აღარ მინდა, ახლა მინდა, შეიძლება…”,-პაატა საბელაშვილი


 

მე ვარ პაატა საბელაშვილი, ვარ ადამიანის უფლებების აქტივისტი. თავის დროზე მე დავიწყე საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებების მოძრაობა. მომწონს ჩემივე სქესის ადამიანები და პრინციპში რაც მოზრდილი ცხოვრება დავიწყე ყოველთვის ვიბრძვი უსამართლობის წინააღმდეგ.

როდესაც შენი ქვეყანა რაღაცას გიზღუდავს, რაღაცა ნიშნით, რასაც აძლევს შენს სხვა თანამოქალაქეებს, ძალიან გულნაკლული რჩები მაგ დროს, შენ ვეღარ თვლი შენ თავს იმ ოჯახის ნაწილად და ძალიან გული წყდება, იმიტომ რომ გინდა ამ ოჯახის წევრი იყო, ისეთი, როგორიც შენ ხარ და ამ ოჯახს უნდა რომ შენ იყო, ისეთი, როგორიც მას უნდა რომ იყო. და ეს ესე არ გამოდის. ამიტომ ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე – ან უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრება ერთადერთი, რომელიც გაგვაჩნია, სადმე სხვაგან, ან უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პოტენციალი გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორც ამ საზოგადოებამ დაძლია ის, რომ წოდებრივი, რასობრივი, სხვადასხვა განსხვავება დღეს აღარ აღიქმება ორი ადამიანის ერთად ყოფნისთვის ბარიერად, ისევე როგორ უნდა გაიზარდოს კიდევ უფრო საქართველოს საზოგადოება და აი ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ.

მე მახსოვს ერთი მომენტი, როდესაც მქონდა შემოთავაზება, 5 წელი ვიმყოფებოდი მონოგამიურ ურთიერთობაში ბიჭთან და მქონდა შემოთავაზება, უნდა გადავსულიყავი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელშიც ასევე არ აღიარებენ ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობას. მე მომიწია უარის თქმა, მე კიდევ ორი წელი ამის შემდეგ ვიყავი ამ ადამიანთან ერთად, მაგრამ ისეთი დილემის წინაშე მაყენებს სახელმწიფო, რაც ძალიან უსამართლო არის, ან უნდა დავთმო ჩემი პირადი პიროვნული განვითარების რაღაცა შესაძლებლობა, იმისათვის რომ ადამიანთან ვიყო, ან უნდა დავთმო ეს ადამიანი.

დისკრიმინაციული იმიტომ არის დღევანდელი მდგომარეობა, რომ თუ კი ორ კონკრეტულ ადამიანს აქვს უფლება, რომ ურთიერთთანხმობის შედეგად შევიდეს გარკვეულ ურთიერთბაში, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული, მაშინ მეორე ორ ადამიანსაც უნდა ჰქონდეს ამის უფლება, ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინფორმირებული თანხმობა განაცხადოს ამის შესახებ. სხვა შემთხვევაში, ეს პრაქტიკა არის დისკრიმინაციული, სხვა შემთხვევაში ჰეტეროსექსუალურმა რეგისტრირებულმა წყვილებმა უნდა დათმონ ის პრივილეგიები, რომლებიც მათ მხოლოდ და მხოლოდ ქორწინების შედეგაც ექნებათ მინიჭებული, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე ვერ ვიგრძნობ, რომ მე ამ ქვეყნის შვილი ვარ, სხვა შემთხვევაში მე არ მექნება მოტივაცია, ამ ქვეყნისთვის ვიმუშაო, ამ ქვეყნისთვის ვაკეთო, ამ ქვეყნისთვის ვაშენო, იმიტომ რომ მეცოდინება, რომ ნებისმიერი რაღაცა, რასაც ჩვენ ერთად გავაკეთებთ, მე და ჩემი პარტნიორი, არ იქნება არც აღიარებული, არც დაფასებული, არც მიღებული.

10 წლის მერე აღარ მინდა, ახლა მინდა, შეიძლება.