“მე ვარ ტატო ორაგველიძე და ვარ ტანსაცმლის დიზაინერი. მე ვარ ქვიარ აქტივისტი, არ არის ცოტა ხანი, რაც ვიბრძვი იმისთვის, რომ მე და ჩემნაირ ათასობით ადამიანს ჰქონდეს უფლება, რომ უყვარდეს ის ვინც უნდა, რომ უყვარდეს, იყონ ბედნიერები მასთან ერთად ვისთან ერთადაც უნდათ რომ იყონ. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც იმ ადამიანების მხრიდან, ვისთან ერთადაც გავიზარდე, ვინც გამზარდეს, ადამიანები, ვინც იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, მანამდე სანამ ვისწავლიდი გარჩევას გენდერის, მანამდე სანამ სიყვარული ჩემთვის იყო ერთი მთლიანი სუბსტანცია და არ იყოფოდა სხვადასხვა ნაწილად, რომლებიც არის დაბინძურებული სხვადსხვა სოციალური კონსტრუქტით.
როცა ხარ შეყვარებული, ეგ მდგომარეობა შენთვის ხდება გადასატანი. გიყვარდეს, ნიშნავს გქონდეს ძალიან ბევრი პრობლემა, იყო მარტო. შეუთავსებელია ერთმანეთთან ეს ორი რამე, იმიტომ რომ საზოგადოება, საზოგადოება, არამხოლოდ ფართო გაგებით, შენი მიკროსოციუმი, გაყენებს არჩევანი წინაშე, რომლის ერთი მხარეც არის აბსოლუტური მარტოობა, ძალიან ბევრი პრობლემა, ფინანსური, ემოციური და, მეორე მხრივ, არის უარყოფა საკუთარი თავის.
ადამიანები გთხოვენ, არ იყო ისეთი, როგორადაც შენს თავს განიცდი. დაივიწყო შეგრძნება, როდესაც ხარ 13 წლის და ვიღაც გიყვარს. ჩემთვის ზუსტად ეს შეგრძნებები განსაზღვრავს ჩემს შე,მოქმედებით, ემოციურ ცხოვრებას ზოგადად, როცა ამაზე ვფიქრობ, სულ მეფიქრება, იცით ვისზე? იმ ბიჭებზე და გოგოებზე, რომლებიც ჩემს ქალაქში გაიზარდნენ და ვერ მოახერხეს, რომ დარჩენილიყვნენ ძლიერები, იმიტომ რომ ძალიან რთულია იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ქვიარ ადამიანები არიან, არავინ არ ირჩევს. ჩემთვის სასაცილოც კი არ არის, როცა ამ კუთხით მიდის ხოლმე დიალოგი, იმიტომ რომ შეუძლებელია აირჩიო დამცირება, აირჩიო მარტოობა, იმ მხარეს ყოფნა, სადაც შენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ დგას.
დგება მომენტი, რომ მერე რა, სულ არ მივაქცევ ყურადღებას. ერთხელ თქვა ვიღაცამ, სავარაუდოდ ჩემი მეგობარი იყო, რომ არ არის სულ ერთი, როდესაც ვინმეს ვეზიზღები. მე მაზიანებს, როდესაც ვიღაცას ვეზიზღები. ჩემი ყველაზე პატარა პრობლემაც კი, არ ვსაუბრობ პატარა პრობლემაზე, ჩემთვის არის სამყარო, რომელიც არის დაზიანებული. ძალიან რთულია. რომ ვლაპარაკობ ამ თემაზე მახსენდება ქილიკით ნათქვამი ჩემს მეგობრებზე საშინელებები. მე მაცოფებს გულგრილი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან ქვიარ ადამიანების მიმართ. მე ვერ ვხედავ დაინტერესებას, რომ სახელმწიფოს აინტერესებს ქვიარ ადამიანების ბედი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახელმწიფო თავის გულგრილობით, თავისი გამოშიგნული მიდგომით ამ პრობლემის მიმართ, დღითი დღე უფრო ამძიმებს და აღვივებს იმ შუღლს, რაც არსებობს ჩვენსა და დანარჩენ საქართველოს შორის. უარეს მდგომარეობაში ვარ, ისიც კი არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. არ ვიცი, სად არის საშველი”, ტატო ორაგველიძე, ტანსაცმლის დიზაინერი.