“მე ვარ შორენა გაბუნია, სამოქალაქო აქტივისტი.
ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავიანთი პარტნიორული ურთიერთობების იურიდიული რეგისტრაცია. პირადად ჩემთვის, ვისაც ყავს უკვე მრავალწლიანი ოჯახი, შვილები, ეს საკითხი აქტუალური არასდროს ყოფილა და დღეს მე არ ვიმყოფები სამოქალაქო ქორწინებაში. სამწუხაროდ, ჩვენმა კანონმდებლებმა, რამდენიმე ხნის წინ, გადაწყვიტეს რომ ქორწინების უფლებით ისარგებლოს საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა, ხოლო გარკვეულმა ჯგუფმა ვერ ისარგებლოს. საუბარია ერთი და იმავე სქესის მქონე პარტნიორებზე, რომლებისთვისაც დღესდღეობით ეს უფლება – იურიდიული პარტნიორობა გააფორმონ ოფიციალურად საქართველოში ხელმიუწვდომელია.
ძალიან რთულია და ცუდია ეს პრეცენდენტი რა თქმა უნდა, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში მოვიდა დრო რომ შემოვიღოთ სამოქალაქო პარტნიორების ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია დასავლეთის ქვეყნებში არსებობს, მუშაობს წარმატებით სხვადასხვა ვარიაციებით და ურიგო არ იქნებოდა, რომ იმ ადამიანებს ვისაც დღეს საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის უფლება არ აქვთ ამ ინსტიტუტით ესარგებლათ.
მე მომხრე ვარ სამოქალაქო პარტნიორობის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდება სიყვარულისა და თანასწორობის გარშემო და არა სიძულვილის და ჩაგვრის.”,-შორენა გაბუნია