კამპანიები
“ვენებგადაჭრილი ტრანსგენდერი ქალი პოლიციამ “არამიანცის” საავადმყოფოში მიიყვანა. მიმღებში ექიმი ქალი აკვირდებოდა ადამიანის ჩაცმულობას, მის მოკლე კაბას, მაღალყელიან თეთრ ჩექმას და სრულიად უადგილო კითხვებს უსვამდა, რაც არ ეხებოდა მის მკურნალობას. მისი ტონი იყო დამცინავი. ბოლოს პაციენტმა ჰკითხა, აქ ვიმკურნალებ, თუ სხვა საავადმყოფო ვეძებო? რაზეც უპასუხეს, რომ ეს საავადმყოფოა და შენი ნებაა – შეგიძლია წახვიდე. ქალი გავიდა, …
“აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ძალადობის ფაქტი. მამამ იძალადა შვილზე, ფიზიკურად გაუსწორდა მას, იმიტომ რომ ის იყო გეი. ითხოვდა, რომ თავისი გეი შვილი თავშესაფარში გადაეყვანათ, თორემ მოკლავდა. ბიჭმა იცხოვრა რამდენიმე თვე თავშესაფარში და შემდეგ მას გაუმართლა იმიტომ რომ ოჯახი შეეგუა ახალ რეალობას და ის უკანვე მიიღეს. სიძულვილი ბადებს აგრესიას, აგრესია ძალადობას, ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, – დათო …
“ეს ისტორია მოხდა დასავლეთ საქართველოში ერთერთ სოფელში, სადაც ცხოვრობდა ოჯახი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. ერთერთ ბიჭზე სოფელში იფიქრეს, რომ იყო გეი. მას ღიად დასცინოდნენ, დაცინვა გადაიზარდა ღია აგრესიაში, მას აფურთხებდნენ უფროსი კაცები და მისი თანატოლებიც. ამის შემდეგ, მისი სახლიდან მარტო გამოსვლა უსაფრთხო არ იყო და ამიტომ დედა დაყვებოდა სახლიდან სკოლამდე, ასევე სკოლიდან სახლამდე. როდესაც მან …
“18 წლის გოგო ოჯახს ჰყავს შინაპატიმრობაში, დატყვევებული სახლში. ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, აუკრძალეს ინტერნეტთან ურთიერთობა. მოკლედ, გარესამყაროსთან შეხება ეკრძალება ამ გოგოს. სცემეს კიდეც რამდენჯერმე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ამ გოგოს შეყვარებული ასევე არის გოგო. სახლიდან ვერ მოდის, უწევს ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ცხოვრება, დაცინვა, აბუჩად აგდება, ასეთი ადამიანი არაა ცოტა, რომლებიც არიან სახლში და ვერ ახერხებენ …