კამპანიები
გაიგეთ თქვენი აივ სტატუსის შესახებ! გახსოვდეთ, რომ აივ ინფექცია ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში ექვემდებარება მკურნალობას. “თანასწორობის მოძრაობა” ლგბტქი თემის წევრებს გთავაზობთ უფასო სწრაფ ტესტირებას აივ ინფექციაზე! ამასთანავე უკვე შეგიძლიათ ჩაერთოთ ახალ, PrEP პროგრამაში და ერთ აბით დაიცვათ თავი ინფექციისგან.
ტყუილია, თითქოს ლგბტ თემის ადამიანებს სახლში არ უვარდებიან, უვარდებიან მათაც და მხარდამჭერებსაც. მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი კაფე კივის ამბავს გვიყვება.
ეკა დემეტრაძე, მსახიობი გვიყვება რეალურ ამბავს კაცზე, რომელიც თვეობით იმალებოდა საკუთარ სახლში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალია. საქართველოს რეგიონებში გეი მამაკაცებსა და ტრანს ქალებს ჯგუფური დასჯა ემუქრებათ მოსახლეობისგან.