სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის

ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შექმნა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის. თანამშრომლობის შედეგად მომზადდა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ლგბტქი+ თემის წევრს შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა გადაუდებელი საჭიროებისას …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის მიმართ ძალადობის საქმეზე

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმიანება 2022 წლის 24 იანვარს გავრცელებულ კადრებს, რომელიც პოლიციის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე ძალადობას ასახავს.  საგანგაშოდ მიგვაჩნია, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მოქალაქეებზე ძალადობის პრაქტიკა. უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები არა ინდივიდუალურ გადაცდომაზე, არამედ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს. სამწუხაროდ, სამართალდამცავი სისტემის ჩაკეტილობის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და პრევენციის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობის გამო, ძალადობის შემთხვევები უმეტესად უხილავი რჩება. …

ახალი ამბები


როგორ გავაშუქოთ მედიაში ლგბტ საკითხები ეთიკურად

“თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივით, მომზადდა ვიდეო ჟურნალისტებისთვის, რათა ლგბტ საკითხების ეთიკურად გაშუქება გაუმჯობესდეს. ვიდეოს მიზანია, ჟურნალისტებს ტერმინოლოგიის სწორად შერჩევაში დაეხმაროს. ეთიკური მიმართვის ფორმებისა და ტერმინოლოგიის გამოყენება პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის საფუძველია. განსაკუთრებით მედია უნდა იყოს ყურადღებით, რათა არ წაახალისოს ძალადობა და სიძულვილი გაშუქებისას. ვიდეო მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიები


“თანასწორობის მოძრაობა” გაფიცულ სოციალურ აგენტებს სოლიდარობას უცხადებს

“თანასწორობის მოძრაობა” სოლიდარობას უცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვას! მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსთან უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების გამო, 2022 წლის 17 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცება.  სოციალური აგენტები წლების განმავლობაში ითხოვენ ანაზღაურების მომატებას და ღირსეული შრომის პირობებს. არსებული ანაზღაურება ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას. …

ახალი ამბები


ლიეტუვაში ტრანს ადამიანებს გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა გაუმარტივდათ

ლიეტუვამ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ქირურგიული ოპერაციის გარეშე შეუძლიათ.  ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ ბრძანების ხელმოწერისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლიეტუვისთვის, რათა  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10 წლის წინანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა სტანდარტები.   200 წელს სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გაამტყუნა ლიეტუვა …

ახალი ამბები