კაცის ტანსაცმელს იცვამს და გარბის


გურამ მაცხონაშვილი

ცოტა შექსპირივითაა: ინგლისელების ოჯახში დაიბადა, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, მართლა დაიბადა თუ არა ოდესმე. სამსახურში საპირისპირო სქესის ტანსაცმელი ეცვა. ესეც შექსპირივით. ძალიან ბევრს კითხულობდა. შექსპირივით. 

ისტორიული წყაროების თანახმად, ვატიკანი ერთ მისტიკურ ამბავს ინახავს. იოანა იყო ქალი, რომელმაც შეძლო და ქალებისთვის ყველაზე დახურულ სივრცეში – კათოლიკურ ეკლესიაში შეაღწია: გახდა მღვდელმთავარი და ამის შემდეგ რომის პაპი. მაღალი იერარქიის სამღვდელობა ზუსტად 2 წელი, 7 თვე და 4 დღე ემორჩილებოდა ქალს, რომელსაც კაცის სამოსი ეცვა. 

იოანამ 12 წლის ასაკში მხოლოდ იმ მიზეზით გადაიცვა ბიჭის ტანსაცმელი, რომ ბიბლიოთეკაში შესვლა შეძლებოდა. გადაიცვა და გაიქცა. დატოვა სახლი, ჯერ ათენში, შემდეგ კი რომში ჩავიდა. კაცის ტანსაცმელი გახდა მისი მუდმივი საშვი და ბიბლიოთეკის შემდეგ უნივერსიტეტში, ბოლოს კი ეკლესიაში შევიდა. 

წლების მანძილზე დამალული ეს უდუდესი საიდუმლო – სხეული, ისევ სხეულმა გაყიდა: კამერჰერისგან[1] დაორსულდა და მშობიარობა ქუჩაში, ათასობით ადამიანის თვალწინ, პროცესიის დროს დაეწყო.

ვიწრო ქუჩაზე, კოლიზეუმსა და წმინდა კლიმენტის ტაძარს შორის, სამღვდელოება და პროცესიის ყველა მონაწილე უყურებდა როგორ ინგრეოდა ერთად იოანას სხეული და მათი წარმოდგენები. 

კაცების დაბნეულმა მასამ რომაული კანონები აამოქმედა:

 


[1] კამერჰერი — ზოგიერთ მონარქიულ სახელმწიფოში: ერთ-ერთი წოდებულება სამეფო კარზე (კამერ-იუნკერზე მეტი); ამ წოდებულების მქონე პირი.