Სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების …

ახალი ამბები


ლგბტქი თემის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების კვლევა საქართველოში

კვლევაში გაანალიზებულია განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის განხორციელების პრობლემური ასპექტები. კვლევის ფარგლებში, შემუშავებულია რელევანტური რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ლგბტქი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის პრობლემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამთავრობო უწყებების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის მექანიზმების დანერგვასა და იმპლემენტაციას. აღნიშნული კვლევა მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. კვლევის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: LGBT_GEO

დოკუმენტები


გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს რიგით მე-5 პერიოდულ ანგარიშზე შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით თანასწორობის მისაღწევად გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები. მიუხედავად ამისა, კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის, შევიწროების, დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. კომიტეტი, აგრეთვე, შეშფოთებულია პოლიტიკოსების, სხვა …

ახალი ამბები


კვლევა “პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული განწყობები”

“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ “პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ლგბტქი ადამიანების მიმართ განწყობების კვლევას“, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების მიმართ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექიმის სპეციალისტების (ინტერნისტები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები, გადაუდებელი მედიცინის ექიმი სპეციალისტები) დამოკიდებულებას. კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვა ცხადყოფს პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლების დამატებითი და უწყვეტი განათლების აუცილებლობას, რამაც, უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის გაზრდა ლგბტქ+ თემის წევრებს მუდმივად უწევთ სოციალური სტიგმატიზაციის, …

დოკუმენტები


ბრჭყალების მოხსნა, ნაწილი 2

ცოცხი, როგორც ინსტრუმენტი “ბავშვობაში სადარბაზოს კიბის ბაქანზე ვდგებოდი, ხელში ცოცხი მეჭირა, როგორც გიტარა, და როკმუსიკოსების მიბაძვით, თავის ქნევითა და სექსუალური მოძრაობებით თავბრუს დახვევამდე ვმღეროდი არარსებული ინგლისურით. ხშირად ვაკვირდები ამ მოგონებას დროის დისტანციიდან, თუ როგორ ატრიალებდა მაყურებლის ყურადღების ინტენსივობასა და განწყობას დემონიზებული როკისა და სექსუალობის მიმართ ფუნქციაშეცვლილი ნივთი კონსერვატორულ, პროპაგანდით გაჯერებულ გარემოში. კრეატიულ აქტს შეუძლია ფუნდამენტალიზმის …

ბლოგი
ქვიარ პერსპექტივა


კვლევა „ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში“

“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ კვლევას „ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში“. აღნიშნული კვლევის მიზანია საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის და აღმოფხვრის პოლიტიკის მექანიზმების შესწავლა და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემატური საკითხების, გამოწვევების და საჭიროებების ირგვლივ შემუშავდა სპეციალური რეკომენდაციები. კვლევის ავტორები არიან თამარ ჩოჩიშვილი და ასლან ართმელაძე. კვლევა მომზადდა „ახალი შესაძლებლობები საქართველოს ლგბტქი დღის წესრიგისთვის“ პროექტის ფარგლებში ნიდერლანდების …

დოკუმენტები


ადამიანის უფლებების დარღვევა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე საქართველოში [ანგარიში]

“თანასწორობის მოძრაობამ“,”მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულმა კოალიციამ (ECOM)” და “თბილისი პრაიდმა” გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს. ანგარიში საქართველოში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებს, ლგბტქი ადამიანების მიერ სხვადასხვა უფლების განხორციელებასა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს აფასებს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ჩრდილოვან ანგარიშს 4-6 ივლისს 135-ე სესიის ფარგლებში განიხილავს. …

დოკუმენტები


მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ შიდა გავლენების და კლანურობის პრობლემას, ფუნდამენტურად არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს. მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის …

ახალი ამბები