ლგბტქი თემი


სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის

ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შექმნა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის. თანამშრომლობის შედეგად მომზადდა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ლგბტქი+ თემის წევრს შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა გადაუდებელი საჭიროებისას …

ახალი ამბები


ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)

“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ კვლევას “ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)”, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების მდგომარეობას და დასაქმების ბარიერებს. კვლევა მიმოიხილავს ქვიარ ადამიანების შრომით უფლებებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკას, შრომით კანონმდებლობას და სამართლებრივ მექანიზმებს. საქართველოს კონტექსტისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დოკუმენტი განიხილავს კანონმდებლობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. კვლევის ავტორები არიან ნუკრი ტაბიძე და ლელა გვიშიანი. ანგარიშის მომზადება …

დოკუმენტები