ლგბტქი


“ქვიარ პერსპექტივა” – განცხადებების მიღება ბლოგების შესარჩევად

“თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს ბლოგების შესარჩევად პროექტისთვის “ქვიარ პერსპექტივა”. კონკურსის მიზანია, რომ შეიქმნას ტექსტები, სადაც ინდივიდუალური პერსპექტივიდან იქნება განხილული სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური  სივრცეები, რომლებიც გავლენას ახდენს ქვიარ ადამიანებზე. კონკურსი მნიშვნელოვნად ამახვილებს ყურადღებას ლგბტქ+ ადამიანების პირად გამოცდილებებზე. ბლოგების შინაარსობრივი მხარე მრავალფეროვანია და მოიცავს, (ასევე მივესალმებით ავტორების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს) შემდეგ საკითხებს: საზოგადოებრივი ურთიერთობების პერსპექტივა …

ახალი ამბები


ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)

“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ კვლევას “ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები (Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში)”, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების მდგომარეობას და დასაქმების ბარიერებს. კვლევა მიმოიხილავს ქვიარ ადამიანების შრომით უფლებებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკას, შრომით კანონმდებლობას და სამართლებრივ მექანიზმებს. საქართველოს კონტექსტისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დოკუმენტი განიხილავს კანონმდებლობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. კვლევის ავტორები არიან ნუკრი ტაბიძე და ლელა გვიშიანი. ანგარიშის მომზადება …

დოკუმენტები


შემოქმედება თანასწორობისთვის – პროექტის შეჯამება

“თანასწორობის მოძრაობამ” განახორციელა პროექტი “Making Art For Empowerement – შემოქმედება თანასწორობისთვის”, რომლის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით. პროექტი განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, გააძლიეროს ლგბტქი თემის წევრი და მხარდამჭერი ხელოვანები და შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ლგბტქი თემის მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევასა და …

ახალი ამბები


ქვიარ და აივ-დადებითი ადამიანების შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის საერთაშორისო გარანტიები

საქართველოში ბოლო წლებში გატარებული პოზიციური საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ქვიარ[1] და აივ-დადებითი ადამიანებისთვის  შრომითი უფლებების რეალიზება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამ და შრომის კოდექსით შრომითი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გარანტიების გაძლიერებამ, პრაქტიკაში არსებული სირთულეები ვერ გადაჭრა. დასაქმების ხელმისაწვდომობა, დაბალანაზღაურებადი შრომა, დასაქმების ადგილზე არასათანადო მოპყრობა (შევიწროება) ქვიარ და …

ბლოგი


გამოხმაურება თეა წულუკიანის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 2021 წლის 30 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის დილა” გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებას. ხელოვანების დაფინანსებაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანმა მაგალითად მოიყვანა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა:”თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, …

ახალი ამბები


ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციისგან დასაცავად – ევროსაბჭოს ECRI-ის რეკომენდაციები

ევროსაბჭოს რასიზმის საწინააღმდეგო კომიტეტმა (ECRI) შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რათა დაძლიონ პრაქტიკები და პოლიტიკა, რომელიც აღვივებს დისკრიმინაციასა და მიუღებლობას ლგბტქი ადამიანების მიმართ. რეკომენდაციები თავმოყრილია ახალ ბუკლეტში, რომელიც 2021 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა. ბუკლეტი ფოკუსირებულია სამართლებრივ ჩარჩოზე და იმ გზებზე, რომლითაც შესაძლებელია შეწინააღმდეგება ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისადმი, რომელიც ვლინდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობა და საქართველოს მდგომარეობა “ილგა-ევროპის” ანგარიშში

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ილგა-ევროპა” გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, სადაც მოხვდა “თანასწორობის მოძრაობისა” და პარტნიორი ორგანიზაციების განხორციელებული ღონისძიებები ლგბტქი უფლებების გასაუმჯობესებლად. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე გამოწვევები. “ილგა-ევროპის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმა ვერ ასახავდა ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს, ამისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა შეეგროვებინათ ფული მათთვის, ვისაც …

ახალი ამბები