შანტაჟი


ქვიარ ადამიანის დაშანტაჟებაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პირს, რომელიც ლგბტ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, 2 წლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. თანასწორობის მოძრაობას ქვიარ თემის წევრმა 2019 წლის 13 ივლისს მომართა, რომელიც აცხადებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობების გავრცელებით ემუქრებოდა ი.ნ და აღნიშნული მოტივით სძალავდა თანხას. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. …

ახალი ამბები


ბრალდებული, ვინც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების დახმარებით, ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შანტაჟს დააღწია თავი. “თანასწორობის მოძრაობას” ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი აშანტაჟებდა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა. დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის …

ახალი ამბები


ლგბტ თემის წევრის დაშანტაჟების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. დაზარალებულის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავს. დაზარალებულმა თანასწორობის მოძრაობას მომართა, იმის შესახებ, რომ ბრალდებული, რომელთანაც მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თვეების განმავლობაში ფულს სძალავდა, ემუქრებოდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. დაზარალებულის თქმით, ბრალდებული ემუქრებოდა, რომ თუ თანხას არ მისცემდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებდა. საზოგადოებაში არსებული …

ახალი ამბები