სასამართლო


ტრანს ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს

პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი …

ახალი ამბები


ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირს ჯარიმა შეუფარდეს

“თანასწორობის მოძრაობის” დახმარებით ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამართლდნენ, ხოლო ის პირები, რომლებიც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ ტრანსფობიური რეპლიკებით, დააჯარიმეს. 2019 წლის 5 ნოემბერს „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებს დაგვიკავშირდნენ  ტრანსგენდერი ქალები თ. ქ. და მ.კ. რომლებიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იქნენ მიცემული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ან/და პატიმრობას …

ახალი ამბები


17 მაისი | სარჩელი “ალმას” წინააღმდეგ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც მოვითხოვდით, რომ დისკრიმინაციულად ეცნო “ალმას” უარი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე. სასამართლომ “ალმას” უარი დისკრიმინაციულად მიიჩნია, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომლითაც 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვდით კომპანია “ალმასგან”. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ სამჯერ გადადო სხდომა, სანამ გადაწყვეტილებას …

ახალი ამბები


სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც გეი ბიჭი მამას ედავებოდა სახლის წართმევას, რის გამოც იგი უსახლკაროდ დარჩა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ჩუქების ხელშეკრულებები, რომლითაც მამამ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება, სიძულვილის მოტივით მამამისს აჩუქა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული ბინიდან, მოძალადე მამის და ბაბუის გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, მიუხედავად იმისა რომ წარდგენილ იქნა …

ახალი ამბები


სააპელაციომ ლტოლვილი გეისთვის სტატუსის მინიჭება სამინისტროს დაავალა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შს სამინისტროს დაავალა, რომ ეგვიპტის მოქალაქე ვაგდი ელკორაეის ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს. დაზარალებულის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავდა. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 30 ნოემბერს გამოიტანა, სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ელკორაეის მიანიჭოს …

კატეგორიის გარეშე


საპატრიარქოსთან სტენსილებისთვის დაკავებული ლგბტ აქტივისტები სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო

2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკვრის დროს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება 2016 წლის 17 მაისს 10 ლგბტ აქტივისტის დაკავებას. ლგბტ აქტივისტებმა ვერ შეძლეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარება 2016 წელს, მათ ანტიჰომოფობიური სტენსილები გააკრეს რამდენიმე ადგილას, მთ შორის, საპატრიარქოს კედელზე. იმ დროს როდესაც, აქტივისტები სტენსილს ამზადებდნენ, …

ახალი ამბები