ჟურნალისტური ეთიკის ქარტია


ქარტიამ „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები დააკმაყოფილა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 9 მაისს გამართულ სხდომაზე სრულად დააკმაყოფილა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები ტელეკომპანია „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ“. ქარტიას საჩივრით„თანასწორობის მოძრაობამ“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა”მიმართეს, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობამ” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და TV პირველს საჩივრით მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა” და “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებები “TV პირველის” ჟურნალისტის – ანა წერეთლის წინააღმდეგ. სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 16 აპრილს გავიდა და საერთო კოვზით ზიარების საკითხს ეხებოდა. “თანასწორობის მოძრაობამ” და “ქალთა ინიციაციტივების მხარდამჭერი ჯგუფმა” დამოუკიდებლად შეიტანეს განაცხადი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. საჩივრის მიხედვით, გადაცემის პირდაპირ ეთერში, რესპონდენტმა, …

ახალი ამბები


POSTV-მ დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია – ქარტიის საბჭო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-მ დაარღვია არადისკრიმინაციულობის პრინციპი, როდესაც მომხრეებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა და ლგბტ ადამიანების წვეულება ერთმანეთთან დააკავშირა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა მომზადებული მასალით დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციისგან თავის არიდებას. POSTV-ის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს პლატფორმამ “არა ფობიას!” მიმართა, რომლის წევრი “თანასწორობის მოძრაობაცაა”. “არა ფობიას!” მიიჩნევს, რომ 9 თებერვალს გასული სიუჟეტის …

ახალი ამბები


“ჯიხამ” დისკრიმინაცია წაახალისა – ქარტიის საბჭო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” საჩივარი და დაადგინა, რომ საინფორმაციო ცენტრმა “ჯიხამ” დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი  და დისკრიმინაცია წაახალისა. საინფორმაციო სააგენტო “ჯიხას” ფეისბუკის გვედრზე არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა გააზიარა “ტაბულას” ვიდეო, რომელიც ასახავდა ლევან სუთიძის გამოსვლას 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციაზე კანცელარიის წინ. გაზიარებულ ვიდეოს ჰქონდა მინაწერი „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები …

ახალი ამბები


ეთიკის საბჭომ ინგა გრიგოლია ქარტიის დამღვევად ცნო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია. საბჭოს გრიგოლიას წინააღმდეგ “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, ინგა გრიგოლიამ 2017 წლის 3 აპრილის გადაცემაში, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს შეეხებოდა, ჟურნალისტმა ხელი არ შეუშალა დისკიმინაციის წახალისებას. „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა …

ახალი ამბები