საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია. საბჭოს გრიგოლიას წინააღმდეგ “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, ინგა გრიგოლიამ 2017 წლის 3 აპრილის გადაცემაში, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს შეეხებოდა, ჟურნალისტმა ხელი არ შეუშალა დისკიმინაციის წახალისებას.
„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით [ქარტიის მე-7 პრინციპი].
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი არა მხოლოდ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციული განცხადებების და ზოგადად დისკრიმინაციის წყარო, არამედ ყველა ღონე უნდა იხმაროს სხვა პირთა დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის შემცველი მოსაზრება შესაძლებელია ჟურნალისტურ მასალაში მოხვდეს იმ შემთხვევაში, როდესაც გაშუქების მიზანია იმის ჩვენება თუ რა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით საუბრობს საჯარო პირი ან/და ასეთი განცხადება კეთდება პირდაპირ ეთერში. ასეთ დროს ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის.
ქარტიის საბჭომ აღნიშნა, რომ გადაცემაში მონაწილე პირების შერჩევისას სავარაუდო იყო მოსალოდნელი დისკრიმინაცია, ვინაიდან უმრავლესობა მათგანი ცნობილია ჰომფობიური გამონათქვამებით და განწყობით, შესაბამისად წაყვანს უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ ისინი კვლავ გაიმეორებდნენ დისკრიმინაციულ ტერმინებს. ამის გათვალისწინებით მით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჟურნალისტის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რომ მიუღებელია დისკრიმინაცია.
გადაყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის განცხადება, რომ მისი მიზანი იყო აესახა რეალობა, არ ამართლებს დისკრიმინაციის და ჰომოფობიის ტირაჟირების ხელშეწყობას. პრობლემაზე საუბარი სრულად შესაძლებელია შეურაცხყოფის და დისკრიმინაციის გარეშე, ხოლო თუ ეს პრობლემა [შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია] გადაცემის მსვლელობისას იჩენს თავს, წამყვანმა უნდა უზრუნველყოს მისი შეზღუდვა. ჟურნალისტის ვალდებულებაა მიმართოს თავისი საქმიანობა საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ სექსუალური უმცირესობების მიმართ. ქარტიის მე-7 პრინციპის მიზნებისათვის შეუსაბამოა ჟურნალისტური პლატფორმის გამოყენება მხოლოდ დისკრიმინაციის და ჰომოფობიის გასავრცელებლად.
საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გადაცემის სტუმრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, ყოველგვარი ჯანსაღი შეფასებების და ოპონირების გარეშე ჰომოფობიური იდეების, დამოკიდებულებების გავრცელების შეუზღუდავი შესაძლებლობა მიეცათ, სიძულვილის ენის, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი შეფასებების გამოყენებით ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა, დაემცირებინათ და მოეხდინათ მარგინალიზაცია, წაეხალისებინათ და გაეღვივებინათ მათ მიმართ მტრული დამოკიდებულება.
ქარტიის საბჭომ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში წამყვანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რესპონდენტების მოწვევაზე, მათთვის შეუზღუდავი თავისუფლების მინიჭებაზე, კონფლიქტის პროვოცირებაზე, სიძულვილის და ჰომოფობიური იდეების სათანადო არშემჩნევასა და შეფასებაზე, გადაცემაში პრობლემის რეალურად წარმოჩენისა და განხილვის ნაცვლად, ხელი შეეწყო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმების გამყარებას.
საქმის განხილვას “თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგენელი დაესწრო, ხოლო მოპასუხე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება ინგა გრიგოლიას საქმეზე by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd