“ქვიარ პერსპექტივა” – განცხადებების მიღება ბლოგების შესარჩევად


“თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს ბლოგების შესარჩევად პროექტისთვის “ქვიარ პერსპექტივა”.

კონკურსის მიზანია, რომ შეიქმნას ტექსტები, სადაც ინდივიდუალური პერსპექტივიდან იქნება განხილული სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური  სივრცეები, რომლებიც გავლენას ახდენს ქვიარ ადამიანებზე. კონკურსი მნიშვნელოვნად ამახვილებს ყურადღებას ლგბტქ+ ადამიანების პირად გამოცდილებებზე.

ბლოგების შინაარსობრივი მხარე მრავალფეროვანია და მოიცავს, (ასევე მივესალმებით ავტორების ინიციატივებსა და შემოთავაზებებს) შემდეგ საკითხებს:

  • საზოგადოებრივი ურთიერთობების პერსპექტივა სოციალური გარემოს, კავშირებისა და ურთიერთობების გავლენა ქვიარ ადამიანებზე.

მაგ.: ქვიარ წყვილები, რომანტიული ურთიერთობები და არსებული გამოწვევები; ფსიქო-ემოციური გამოწვევები და მათი გადალახვის სუბიექტური გამოცდილება;

  • ინსტიტუციური პერსპექტივა – სოციო-ეკონომიკური სისტემა და მისი გავლენა ქვიარ ადამიანებზე.

მაგ.: ლგბტქ+ ადამიანების გამოცდილებები და სოციალური და ეკონომიკური უფლებები: ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე და სხვ;

  • ლგბტქ+ თემის პერსპექტივა – თემთან მიკუთვნებულობის გავლენა ინდივიდზე და თემსა და ქვიარ ადამიანებს შორის ურთიერთქმედება;

მაგ.: თემთან მიკუთვნებულობის როლი; ლბქ ქალების გამოცდილება – ხილვადობის გამოწვევები და სხვ.; ბისექსუალი ადამიანების გამოცდილება –  ხილვადობის გამოწვევები და სხვ.;

  • სტრუქტურული პერსპექტივა – ფართო კონტექსტი: სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი და სხვა ფაქტორებს გავლენა.

მაგ.: Პატრიარქატისა და ჰეტეროსექსიზმის ზეგავლენა ქვიარ ადამიანების მდგომარეობაზე; ქვიარ და მწვანე პოლიტიკის ურთიერთკვეთა;

  • ქვიარ ხელოვნების პერსპექტივა- ზემოაღნიშნული საკითხების შემოქმედებითი რეპრეზენტაცია. 

მაგ.: ქვიარ ხელოვნება საქართველოში;

  • ინტერდისციპლინური პერსპექტივა – ლგბტქ+ საკითხები სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში.

მაგ.: ჰომო/ბი/ტრანსფობია რომელიმე დისციპლინის პერსპექტივაში; მენტალური ჯანმრთელობა, ქვიარ ისტორიის ნარკვევები და სხვ.

გთხოვთ, შეავსოთ ფორმა: 

ბლოგის ავტორისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი 120 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

განაცხადების გამგზავნის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი 

ბლოგების რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: info@equality.ge

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქი ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ლგბტქი თემის გაძლიერებასა და მისი უფლებების ადვოკატირებაზე