გამოძიება


“სპარის” თანამშრომელს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტრანსგენდერი ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო ერთი ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. 2020 წლის იანვარში „თანასწორობის მოძრაობას“ მომართა ტრანსგენდერმა ქალმა, ინფორმაციით, რომ თავის სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ “სპარში”, მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პიროვნებამ, ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით, ბრალდებულმა …

ახალი ამბები


ლგბტ აქტივისტების მიმართ მუქარის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ლგბტ აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი და ჰომო/ტრანსფობიური მოწოდებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 12 დეკემბერს “თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა „თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გადაცემის ცერემონია. ჯილდო გადაეცა ლგბტქ ადამიანების უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალს. დაჯილდოვების შემდეგმ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაჯილდოების ერთერთი მონაწილე იყო ტრანსგენდერი ქალი. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა …

ახალი ამბები


ბრალდებული, ვინც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების დახმარებით, ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შანტაჟს დააღწია თავი. “თანასწორობის მოძრაობას” ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი აშანტაჟებდა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა. დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის …

ახალი ამბები


19 ივნისს დაზარალებული ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა იცავს

19 ივნისს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულის განმარტებით, 4 თავდამსხმელი მას მიუახლოვდა, იქცეოდნენ ცინიკურად, ისმოდა მათი მხრიდან ტრანსფობიური კომენტარები (ეკითხებოდნენ ქალი იყო თუ კაცი), მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა (აგინებდნენ). შემდეგ კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, ნატკენი აქვს ხელი, თუმცა ეს დაზიანებები არაა სიცოცხლისთვის საშიში. მას ჩაუტარდა …

ახალი ამბები