აივ/შიდსის სერვისები


პრეპ-ში ჩასართავად ბენეფიციარები შიდსის ცენტრში აღარ გადამისამართდებიან

პრეპ პროგრამაში ჩართვა „თანასწორობის მოძრაობის“ ბენეფიციარებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა. დღეიდან, 25 თებერვლიდან, პრეპ პროგრამის ფარგლებში მედიკამენტის გაცემა და ანალიზების გაკეთება უკვე „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისშია შესაძლებელი. პრეპ პროგრამაში ჩართვის მსურველები აღარ გადამისამართდებიან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში და ისინი  სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში. პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ: – ისარგებლოთ …

ახალი ამბები


მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში”, რომლის მიზანია შეისწავლოს ბარიერები, რომლებსაც საქართველოში მიგრირებული მსმ და ტრანს ადამიანები აწყდებიან. დოკუმენტის ჩამოსაწერად გადადით ბმულზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა აივ/შიდსის  პრევენციისა და მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა განაპირობა. შესაბამისად, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამკურნალო და პრევენციულ პროგრამებზე უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება …

დოკუმენტები


კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 13 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “თანასწორობის მოძრაობა” წარადგინა კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ შედეგები. კვლევა ჩატარდა 2019 წელს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს სამაგიდო კვლევა, ჩატარდა ჩარღმავებული ინტერვიუები, რომლითაც გამოიკითხა 7 მიგრანტი და დარგის 5 ექსპერტი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 შემთხვევის შესწავლა (Case Study), რომელიც აივ/შიდსის სერვისებზე მიგრანტის ხელმიუწვდომლობის გამო ლეტალურად დასრულდა.  კვლევის …

ახალი ამბები