პრეპ-ში ჩასართავად ბენეფიციარები შიდსის ცენტრში აღარ გადამისამართდებიან


პრეპ პროგრამა

პრეპ პროგრამაში ჩართვა „თანასწორობის მოძრაობის“ ბენეფიციარებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა.

დღეიდან, 25 თებერვლიდან, პრეპ პროგრამის ფარგლებში მედიკამენტის გაცემა და ანალიზების გაკეთება უკვე „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისშია შესაძლებელი. პრეპ პროგრამაში ჩართვის მსურველები აღარ გადამისამართდებიან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში და ისინი  სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში.

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ:

– ისარგებლოთ ექიმის პირველადი კონსულტაციით;

– ჩაიტაროთ ტესტირება B ჰეპატიტზე, ხოლო გამორიცხვის შემთხვევაში შემოგთავაზებთ ვაქცინაციას;

– ჩაიტაროთ ტესტირებას C ჰეპატიტზე (Anti HCV);

– ჩაიტაროთ ტესტირება სიფილისზე;

–  გაიკეთოთ სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი;

– აიღოთ პრეპ მედიკამენტი;

ცვლილება ვრცელდება პროგრამაში ჩართულ ყველა ადამიანზე.

პროგრამაში ჩასართავად ეწვიეთ ჩვენს ოფისს (უშანგი ჩხეიძის ქუჩა 19, მეორე სართული) სამშაბათსა (13:00-16:00 საათი) და ხუთშაბათს (17:00-20:00)

დამყოლობის კონსულტაციების მიხედვით მნიშვნელოვან ბარიერად ბენეფიციარები ასახელებდნენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში მედიკამენტების მისაღებად მისვლას ცენტრის შეზღუდული სამუშაო საათების გამო, რადგან სამსახურის მოუქნელი გრაფიკის გამო, თავისუფალ დროს, ხშირად უკვე გვიანია ანალიზების გასაკეთებლად და წამლების ასაღებად.

აღნიშნული ფაქტორი უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს გაცდენილი დოზების ძირითად მიზეზს. ეს გარემოება ასევე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენდა იმ ბენეფიციარებისთვის, ვინც “თანასწორობის მოძრაობაში” გაიარა პირველადი კონსულტაციები, ჩაუტარდა სწრაფი ტესტი აივ ინფექციაზე და გადამისამართდა შიდსის ცენტრში შემდგომი პროცედურებისთვის პროგრამაში ჩართვის მიზნით.