“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობის წლიური ანგარიში – 2023


2023 წელს ,,თანასწორობის მოძრაობამ“ ქვეყანაში პოლიტიკური ჰომოფობიის რადიკალიზების ფონზე, საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტი პროექტი განახორციელა. განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა ორგანიზაციის ინსტიტუციური გაჯანსაღების, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს ფორმირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. ამასთან, ორგანიზაციამ შეიძინა ახალი სტრატეგიული პარტნიორები და საფუძველი ჩაუყარა ლგბტქ+ თემის საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური ინტერვენციებისა და პროგრამების დანერგვას.

2023 წელს ორგანიზაციამ განახორციელა ორი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებთან. წლის განმავლობაში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში გენდერისა და ლგბტქ+ საკითხების ასახვაზე მიმართული ადვოკატირების პროცესებში.

აქტიური საადვოკაციო, კოალიციური და თემის პოლიტიკურ გაძლიერებაზე მიმართული საქმიანობის მიღმა, 2023 წელს ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე კოლაბორაციული აქტივობა. მათ შორის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ინოვაციური პროგრამა Selftest Express, რომელიც   ,,თანასწორობის მოძრაობისა“ და ,,Grindr“-ის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს ,,Grindr“-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცეს აპლიკაციიდან გაუსვლელად შეუკვეთონ აივ-ის თვითტესტები, კონდომები და ლუბრიკანტები. პროგრამა, ჯერჯერობით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირლანდიასა და საქართველოშია ხელმისაწვდომი

დეტალური ანგარიში იხილეთ ბმულზე