“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობის წლიური ანგარიში-2022


2022 წლის განმავლობაში “თანასწორობის მოძრაობა” აქტიურად მუშაობდა ლგბტქი თემის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. 2022 წელს „თანასწორობის მოძრაობა“ 11 წლის გახდა. ამ წლების მანძილზე არსებული მრავალი გამოწვევისა და დაბრკოლების მიუხედავად, „თანასწორობის მოძრაობა“ დღეს ყველაზე დიდ ლგბტქ სათემო ორგანიზაციას წარმოადგენს კავკასიის რეგიონში. ერთი მხრივ, ჩვენი სერვისები ფარავს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქს, მეორე მხრივ კი ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა იმ მთავარ საადვოკაციო პროცესში, რომელიც ლგბტქი ადამიანებისთვის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარემოს ცვლილებას ემსახურება.

„თანასწორობის მოძრაობა“ 2016 წლის შემდეგ ტრადიციულად ინარჩუნებს სამ დიდ და ამბიციურ სტრატეგიულ მიზანს:
1. ლგბტქ თემის წარმომადგენლებისა და ქალთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
2. ლგბტქ თემის წევრთა და ქალების მობილიზება და ინტეგრაციის ხელშეწყობა;
3. ლგბტქ თემისა და ქალთა გაძლიერებისათვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება.
2022 წლიდან კი ამ მიზნებს დაემატა მეოთხე:
4. „თანასწორობის მოძრაობის“ ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაძლიერება

გიზიარებთ 2022 წლის დეტალურ ანგარიშს. ანგარიშის სანახავად ეწვიეთ ბმულს