მენსტრუალური სიღარიბე გლობალური პრობლემაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მენსტრუაციის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და უამრავ ბარიერს უქმნის მათ. პატრიარქალურ საზოგადოებებში მენსტრუაცია ტაბუდადებული საკითხია, რაც ხელს უწყობს გენდერულ უთანასწორობას და ზღუდავს წვდომას მენსტრუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცოდნაზე, პროდუქტებზე, სანიტარულ ობიექტებსა და სამედიცინო სერვისებზე. ამ ფაქტორების ერთობლიობა იწვევს მენსტრუალურ სიღარიბეს, რაც სისტემური ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინაპირობას ქმნის.
კვლევის მიზანია შეისწავლოს მენსტრუალური სიღარიბის გამოცდილებები და გავლენები ისეთ სოციალურ ჯგუფებზე, როგორებიცაა სისგენდერი ქალები და მენსტრუაციის მქონე ადამიანები, რომლებიც თავს ქალად არ აიდენტიფიცირებენ. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა სოფლად და საქალაქო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების, ლბტქი+ თემის წევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა. კვლევა მიზნად ისახავს, შექმნას მენსტრუალური სიღარიბის უფრო ფართო და მრავლისმომცველი ხედვა გენდერის, სექსუალობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ეკონომიკური მოწყვლადობის ინტერსექციების შესწავლის გზით.
დოკუმენტი მომზადდა ,,ქალთა ფონდი საქართველოში“ (WOMEN’S FUND IN GEORGIA) მხარდაჭერით