ვეხმიანებით “სოლიდარობის მარშს” და საპატრიარქოს განცხადებას


გვსურს გამოვეხმაუროთ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ “სოლიდარობის მარშს” და 3 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და  ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული შეკრებები ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ. 

“თანასწორობის მოძრაობისთვის”, როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქი თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.

აქედან გამომდინარე,

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

– დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება;

– ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • Საჯარო განცხადებების გაკეთებისას იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით;
  • Თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებისგან.

მოვუწოდებთ მედიას:

  • “Თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქებისას იხელმძღვანელონ მაღალი ეთიკური სტანდარტების შესაბამისად;
  • Განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას, რათა ხელი არ შეუწყონ დისკრიმინაციისა და ძალადობის წახალისებას.

მომდევნო ერთი კვირის განმავლოვაში, Ლგბტქ თემის წევრებისთვის, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ღონისძიებებში მონაწილეობენ,  “თანასწორობის მოძრაობის” იურიდიული და სოციალური სერვისები განსაკუთრებულად იქნება მობილიზებული.

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო სათანადოდ დაიცავს 5 ივლისს შეკრებაში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას!