სააპელაციომ ლტოლვილი გეისთვის სტატუსის მინიჭება სამინისტროს დაავალა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შს სამინისტროს დაავალა, რომ ეგვიპტის მოქალაქე ვაგდი ელკორაეის ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს. დაზარალებულის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავდა. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 30 ნოემბერს გამოიტანა, სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ელკორაეის მიანიჭოს …

კატეგორიის გარეშე


არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო მიმართვა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდეტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის …

ახალი ამბები


თანასწორობის ჯილდო 12 ადამიანს გადაეცა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის

დღეს, 7 დეკემბერს თანასწორობის მოძრაობამ ის ადამიანები დააჯილდოვა, ვინც წვლილი შეიტანეს ლგბტქ ადამიანების გაძლიერებაში. 12 გამარჯვებულს, რომლებიც თემის წევრებისა და 6 ორგანიზაციის ხმის მიცემის საფუძველზე შეირჩა თანასწორობის ჯილდოები გადაეცათ. დაჯილდოებულებს შორის არიან, პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, ექიმები, სპორტსმენი, აკადემიის წარმომადგენელი, შიდსის აქტივისტი, ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვანი, ბიზნესი, პოლიციელი. გამარჯვებულები: ნომინაციაში პოლიტიკოსი თამარ კორძაია – [თამარ კორძაია ლგბტ …

ახალი ამბები


ერთობლივი განცხადება პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციიის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, რომელიც ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან …

ახალი ამბები


პლატფორმა “არა-ფობიას!” ექსპრეზიდენტის განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან. ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ …

ახალი ამბები