არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად აღშფოთებული ვართ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. 20 ივნისის დილიდან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის სიმბოლურ აქტს. ოკუპანტი ქვეყნის …

ახალი ამბები


19 ივნისს დაზარალებული ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა იცავს

19 ივნისს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულის განმარტებით, 4 თავდამსხმელი მას მიუახლოვდა, იქცეოდნენ ცინიკურად, ისმოდა მათი მხრიდან ტრანსფობიური კომენტარები (ეკითხებოდნენ ქალი იყო თუ კაცი), მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა (აგინებდნენ). შემდეგ კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, ნატკენი აქვს ხელი, თუმცა ეს დაზიანებები არაა სიცოცხლისთვის საშიში. მას ჩაუტარდა …

ახალი ამბები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები 14 და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 6 ორგანიზაცია და „თანასწორობის მოძრაობა“ 14 ივნისსა და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებების აღკვეთისა და თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. ბოლო დღეებში ჩვენი საზოგადოება საჯარო სივრცეში ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული ჯგუფების მობილიზაციის მძიმე შემთხვევების მომსწრე გახდა. 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა, რომლებიც ლგბტი აქტივისტების გარკვეულ …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” გამოხმაურება “ღირსების მარშთან” დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ „თბილისის პრაიდის” გარშემო შექმნილ მდგომარეობას და მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს. გვსურს განვაცხადოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას არ იღებს არცერთ ამ ღონისძიებაში. ეს ღონისძიებები ტარდება “თბილისის პრაიდის” მიერ, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მიმართვა თემის …

ახალი ამბები


სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ერთ ადამიანს ბრალი წაუყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით ერთ ადამიანს წარუდგინეს ბრალი. პოლიციის ცნობით, 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ. ყ.-ს. მუქარა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უ.ყ.-ს ქვიარ თემთან დაკავშირებულ ერთერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის …

ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობის ინიციატივით შსს-ს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

თანასწორობის მოძრაობის ინიციატივით ეუთომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა თემაზე “მშვიდობიანი მანიფესტაციის მართვა და დაცვა.” ეუთოს ეგიდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, რომლებიც 14-17 მაისს და 27-31 მაისს გაიმართა. სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა შუა და მაღალი რანგის 43 სამართალდამცავი, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება მანიფესტაციების გამართვის კუთხით. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს მშვიდობიანი მანიფესტაციების გაძღოლის …

ახალი ამბები