ქვიარ ქალების საჭიროებები საქართველოში 2019

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “ქვიარ ქალების საჭიროებები საქართველოში”, რომელიც 2019 წლის ივნისში ჩატარდა. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები  ქვიარ ქალების საჭიროებების კვლევას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი დაცვა, ჯანმრთელობა სგგი პრევენცია, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და თემის შესაძლებლობების განვითარება. თვისებრივ კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქვიარ ქალები სისტემური ჩაგვრის მსხვერპლი მინიჭებული სქესისა და ჰომოფობიის გამო ხდებიან. …

დოკუმენტები


კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის 4 თვე გაგრძელდა და 2019 წლის 4 სექტემბერს დასრულდა. გასაუბრების პროცესის ღიაობა და საჯაროობა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ფართო საზოგადოებისათვის შესაძლებელი გახდა სასამართლო სისტემაში არსებული რეალური სიტუაციის ნათლად დაენახვა. როგორც მოქმედ მოსამართლეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კომპეტენციისა …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” ჩარევით დააკავეს პიროვნება, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა …

ახალი ამბები


აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მკურნალობის სერვისებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების კვლევა საქართველოში

კვლევა შეეხება საქართველოში აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის პროგრამებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების შესწავლას. თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოვიკვლიეთ აივ/შიდსის და სგგი-ს მკურნალობის პროცესი, არსებული ბარიერები და მომსახურების ხარვეზები. კერძოდ, რამდენად ახერხებენ ადამიანები არსებული სერვისებით სარგებლობას, აქვთ თუ არა ამომწურავი ინფორმაცია სერვისების შესახებ, რამდენად მორგებულია მკურნალობის პროცესი მათ საჭიროებებს, როგორია ექიმებისა და სხვა მედპერსონალის დამოკიდებულება პაციენტების მიმართ …

დოკუმენტები


შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა

2 აგვისტოს შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და …

ახალი ამბები


ბრალდებული, ვინც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების დახმარებით, ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შანტაჟს დააღწია თავი. “თანასწორობის მოძრაობას” ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი აშანტაჟებდა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა. დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის …

ახალი ამბები


მეცნიერებმა აივ-ის შესაძლო განკურნების ახალ მეთოდს მიაგნეს

ნებრასკისა და თემფლის უნივერსიტეტების მკვლევრები აცხადებენ, რომ დიდი ნაბიჯი გადადგეს აივ ვირუსის განკურნების გზაზე. გუშინ, 2 ივლისს ნებრასკის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს დეტალურად ამ აღმოჩენის შესახებ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტის საშუალებით მათ ცხოველის გენომიდან განდევნეს აივ-ის ინფექცია. “ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ აივ-ის სუპრესიისა და გენის ცვლილების თერაპიას, შეუძლია ინფიცირებული ცხოველის უჯრედებიდან და ორგანოებიდან …

ახალი ამბები