სასამართლო


კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიაჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად და შერჩევის წინა შემთხვევები აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. 2021 წლის 22 ნოემბერს …

ახალი ამბები


კოალიცია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სადაც  სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს. კვლევაში, რომელიც სასამართლო …

კატეგორიის გარეშე


კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. ცვლილებების პაკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული …

ახალი ამბები


განცხადება საგანგებო მდგომარეობის პირობებში საერთო სასამართლოებში პროცესების დახურვისა და სხვა სახის ხარვეზების თაობაზე

2020 წლის 13 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადავიდა საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშvნელოვანია ამავდროულად დაცული იქნეს სასამართლო პროცესების საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის პროცესებზე მეთვალყურეობის …

ახალი ამბები


კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 10 მარტს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. ის ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. კოალიციის შეფასებით სიაში მოხვედრილი კანდიდატების სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან …

ახალი ამბები


კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ. მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმის ოთხი ტალღისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის სამართლიანობას, ობიექტურობასა და ეფექტიანობას, რასაც გავლენიანი ჯგუფის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება და კანონმდებლობის …

ახალი ამბები


“შენნაირმა “პიდარასტმა” როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა” – გამოძიებამ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა

საქმეში, რომელსაც “თანასწორობის მოძრაობა” აწარმოებდა ლგბტქ თემის წევრის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თაობაზე, არც გამოძიებამ და არც სასამართლომ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა. 2019 წლის 15 იანვარს მოგვმართა თემის წევრმა გ.ზ-მ, რომელიც აცხადებდა, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, იმ დროს როდესაც იგი თავისი ველოსიპედით მოძრაობდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ.ზ-ს განცხადებით, მოძრაობისას …

ახალი ამბები