პოლიტიკა


სააპელაციომ ბურჯანაძის პარტიის წევრს ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ბესიკ დანელიას ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში აქტივისტის ჰომოფობიური რეპლიკით მოხსენიებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარი დააკისრა. …

ახალი ამბები


წინასაარჩევნოდ ჰომოფობიურ განცხადებებს პოლიტიკოსები ისევ იყენებენ – კვლევა

წინასაარჩევნოდ, 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, ჰომოფობიური სიძულვილის ენა ერთერთი ყველაზე გავრცელებულია მედიაში, ცხადჰყოფს მედიის განვითარების ფონდის კვლევა. კვლევის მიგნების მიხედვით, რომელიც დღეს, 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მედიაში 17 ჰომოფობიური განცხადება გაშუქდა, რაც დისკრიმინაციული მიდგომების 14.5%-ს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში 117 დისკრიმინაციული დამოკიდებულება გააშუქეს მედიაში, აქედან ყველაზე მეტი იყო მიგრანტების წინააღმდეგ – 56 კომენტარი (47.9%), …

ახალი ამბები