მართალია, ჯერ კიდევ ითვლიან ხმებს აშშ-ში და არჩევნები ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე ცხადი ხდება, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად აშშ-ს კონგრესში, თუ შტატების საკანონმდებლო ორგანოებში არაერთი ლგბტქი ადამიანი აირჩიეს.
დელავერის შტატიდან სენატში ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს
30 წლის სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი სენატორია აშშ-ს ისტორიაში, რომელიც დელავერის შტატს წარმოადგენს სენატში. როდესაც იგი ფიცს დადებს, მაკბრაიდი გახდება არჩევით თანამდებობაზე ყველაზე მაღალი რანგის მქონე ტრანსგენდერი ადამიანი აშშ-ს ისტორიაში.
“იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღამე ლგბტქი მოზარდებს აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატია საკმაოდ დიდ სივრცეს სთავაზობს მათ”, – დაწერა მაკბრაიდმა მას შემდეგ, რაც გაცხადდა მისი გამარჯვების შესახებ.
We did it. We won the general election.
Thank you, thank you, thank you.
— Sarah McBride (@SarahEMcBride) November 4, 2020
ლგბტქი თემის 2 წევრი ტენესის ახლად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში
შტატ ტენესის მთავარ ასამბლეაში ლგბტ თემის ორი წევრი აირჩიეს.
ტორი ჰარისსა და ედი მანისს, რომლებიც სხვადასხვა ფრთას წარმოადგენენ პოლიტიკაში, სერთო აქვთ ის, რომ ისინი ლგბტ თემის წევრები არიან, რომლებიც ტენესის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.
ლესბოსელი სენატორი ჯორჯიის სენატში
კიმ ჯექსონი ჯორჯიის შტატის პირველი ლესბოსელი სენატორი გახდა, რომელიც ლგბტ თემის წევრია შტატის სენატში. ის ასევე პირველი ლგბტ თემის აფროამერიკელი წევრია. ჯორჯიის შტატის წარმომადგენლობით ორგანოში ლგბტ თემის კიდევ ერთი წევრი ხელმეორედ აირჩიეს. სემ პარკი, 2016 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი გახდა 4 წლის წინ და იგი იყო ლგბტ თემის პირველი წევრი ჯორჯიის სენატში.
ნიუ იორკში აირჩიეს კონგრესის 2 წევრი, ლგბტ თემის წევრი
რიჩი ტორესი და მონდერ ჯონსი, ორი ღიად გეი აფროამერიკელი დეპუტატი დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს ნიუ იორკის კონგრესში. ტორესმა გაიმარჯვა წარმომადგენლობით პალატაში ბრონქსის მე-15 ოლქიდან.
კანზასში აირჩიეს პირველი ტრანსგენდერი კანონმდებელი
სტეფანი ბაიერსი, ყოფილი მასწავლებელი ქალაქ უიტჩიტელიდან, გახდა გამარჯვებული კანზასში, რაც ზოგადად, ლგბტქი თემის მნიშვნელოვანი წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ მან გაიმარჯვა კანზასში, “წითელ შტატში”, სადაც დონალდ ტრამპი იმარჯვებს.
წყარო: www.abcnews.go.com