არა ფობიას


პლატფორმა „არა ფობიას!’ ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

დღეს 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT). სწორედ ამ დღეს ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევახსენოთ ის გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით არსებობს ქვეყანაში. ა) შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ამ დღის აღნიშვნა  1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო …

ახალი ამბები


პლატფორმა „არა-ფობიას!“ იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები ადმინისტრაციული დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც ხელს უშლის მის ფუნქციონირებასა და იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას. გავრცელებული კადრებით იუსტიციის სახლის შესასვლელთან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს …

ახალი ამბები


პლატფორმა “არა-ფობიას!” ექსპრეზიდენტის განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან. ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ …

ახალი ამბები


მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში. …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების გამო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას მიერ, 2017 წლის 15 ოქტომბერს “ჰერაკლესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს მოჰყვა.    აღსანიშნავია, რომ კამპანია, რომელშიც ფეხბურთელი ნებაყოფლობით იყო ჩართული, ემსახურება დისკრიმინაციასთან ბრძოლას და ყველა ადამიანის თანასწორობის …

ახალი ამბები


“არა ფობიას” წევრი ორგანიზაციების საჩივარი ტელეკომპანია “მაესტროს” წინააღმდეგ

2 ნოემბერს სამოქალაქო პლატფომა “არა ფობიას” წევრმა ორგანიზაციებმა: მედიის განვითარების ფონდი, თანასწორობის მოძრაობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- ტელეკომპანია “მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართეს. საჩივრის საფუძველი “მაესტროს” 27 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის, ჰომოფობიის წამახალისებელი კომენტარები გახდა, რომელიც მან ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ინტერვიუს დროს …

ახალი ამბები