თავდასხმა


ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ადამიანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია უწყებამ, დღეს, 15 დეკემბერს გაავრცელა. პოლიციის ცნობით, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური …

ახალი ამბები


3 ადამიანს თბილისში ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ

14 დეკემბერს ღამით სამ ადამიანს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. შემთხვევა რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდა. დაზარალებულებს შორის ერთერთი თანასწორობის მოძრაობის ქალი თანამშრომელია. როგორც ჩვენი თანამშრომელი იხსენებს, თავის ქალ მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც გვერდითა მაგიდასთან მსხდომი ორი კაცი ეპატიჟებოდა, მათ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ [“გოგოებო, ჩვენთან დასხედით”]. გვერდითა მაგიდიდან სექსუალური შევიწროება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ჩვენი თანამშრომელი მივიდა …

ახალი ამბები


ორ ტრანს ქალს თბილისში თავს დაესხნენ

დღეს, 12 ნოემბერს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას 2 საათზე მოხდა. დაახლოებით 4-7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტრანსგენდერ ქალებს. მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვთ ტვინის შერყევა. დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. …

ახალი ამბები