“აღნიშნული ესე ეხება ფსიქოანალიტიკურ ტექსტებს შორის ერთ–ერთ ყველაზე ნაკლებად განხილულ ნაშრომს, ზიგმუნდ ფროიდის 1920 წლის შემთხვევის ისტორიას, სახელწოდებით ,,ჰომოსექსუალობის ფსიქოგენეზი ქალში’’. მისი მიზანია, შეისწავლოს ის ფარული მეტაფორები, რომლებსაც ქალების ინვერსიის შესახებ ფროიდის თეორია ეფუძნება. მივიჩნევ რა, რომ ვერც ერთი მეცნიერული ენა ვერ იქნება მეტაფორებისგან თავისუფალი, ვამტკიცებ, რომ ,,დაცემის’’ კოგნიტური პარადიგმა, რომელსაც ფროიდი ქალის ჰომოსექსუალობის ,,ასახსნელად’’ ეყრდნობა, რიტორიკული ფიგურაა. დაცემის ალეგორია, რომელსაც ინვერსიის თეორია ეფუძნება, ფსიქოანალიზში ძალის, საპირისპიროდ მიმართული ძალის, მიზიდულობის, განზიდულობის, ცვლილების ნიუტონისეულ მეტალოგიკას ააქტიურებს. ფსიქოდინამიკის ეს ფიგურალური ნიშნები იმაზე მეტს გამოხატავს, ვიდრე – სუბიექტის სექსუალობის საფეხურზე შეღწევა (ან მისგან დაბრუნება).”
სტატიის PDF ფორმატის სანახავად გადადით ბმულზე.
დიანა ფასი – ფროიდის დაცემული ქალები by Equality Movement თანასწორობის მოძრაობა on Scribd