“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ ჯე ჰალბერსტამის ტექსტს, “ჩრდილოვანი ფემინიზმები: ქვიარ-ნეგატიურობა და რადიკალური პასიურობა” (მთარგმნელი აია ბერაია).
აბსტრაქტი
„დედის დაკარგვის“ განკარგულებით დაწყებული და „მე-ს“ სრული დაშლის ადვოკატირებით გაგრძელებული, მე ვიკვლევ ფემინისტურ პოლიტიკას, რომელიც კეთებისგან კი არა, უმოქმედობისგან – ქალად ყოფნის, ან ქალად გახდომისგან კი არა, არამედ ამაზე უარის თქმისგან გამომდინარეობს, როგორც ეს დასავლურმა ფილოსოფიამ განსაზღვრა და წარმოიდგინა. დედასა და ქალიშვილს შორის დარღვეულ კავშირებს ანტიოიდიპოსური ფემინიზმისკენ მივყვები, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ არის დელეზისეული „სხეული ორგანოების გარეშე“. ეს ფემინიზმი, რომლის საფუძველი უარყოფა, წინააღმდეგობა, დამარცხება და დავიწყებაა, ალტერნატიული ფემინისტური პროექტია – ჩრდილოვანი ფემინიზმი, რომელიც შედარებით პოზიტივისტურ ვერსიებს მიეკედლა და მათი ლოგიკა შიგნიდან დაანგრია. ამ ჩრდილოვანი ფემინიზმის ენა განისაზღვრება თვითგანადგურებით, მაზოხიზმით, ანტისოციალური ფემინიზმით, დედასა და ქალიშვილს შორის იმ არსებითი კავშირის უარყოფით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შვილს დედის მემკვიდრეობა გადაეცეს და, ამგვარად, პატრიარქალური ძალაუფლების ფორმებთან ურთიერთობა აღადგინოს.”
დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე: