მარცხის ქვიარ ხელოვნება – ჯუდით ჰალბერსტამი


“მარცხი, რაღა თქმა უნდა, კაპიტალიზმთან ერთად მოდის. საბაზრო ეკონომიკას გამარჯვებული და დამარცხებულები ესაჭიროება, მოთამაშეები და რისკზე წამსვლელები, თაღლითები და გაცურებულები; კაპიტალიზმი, როგორც სკოტ სენდიჯი აღნიშნავს თავის წიგნშიხელმოცარულად დაბადებულები: მარცხის ისტორია ამერიკაში (2005)”, ყველასგან მოითხოვს იმ სისტემაში ცხოვრებას, სადაც წარმატება უდრის მოგებას, მარცხი კი სიმდიდრის დაგროვების უუნარობაა თუნდაც იმ პირობებში, სადაც ზოგიერთის მიერ სარგებლის მიღება გულისხმობს სხვების დანაკარგს. როგორც სენდიჯი თავის კვლევაში მოგვითხრობს, დამარცხებულებზე არ არსებობს ინფორმაცია მაშინ, როდესაც გამარჯვებულები მუდმივად ლაპარაკობენ თავიანთ თავზე; შესაბამისად, მარცხის შესახებ ჩანაწერები არისოპტიმიზმის კულტურაში დამალული პესიმიზმის ისტორია” (9). პესიმიზმის ეს დამალული ისტორია, ისტორია, რომელიც წარმატების ყველა ისტორიის მიღმაა მიმალული, სხვადასხვაგვარად შეიძლება, გადმოიცეს; მაშინ, როდესაც სენდიჯი მას შეერთებული შტატების კაპიტალიზმის ჩრდილოვან ისტორიას უწოდებს, მე მოვიხსენიებ ანტიკაპიტალისტურ, ქვიარ ბრძოლის ამბად. მას ასევე ვუწოდებ ანტიკოლონიური ბრძოლის ნარატივს, უარის თქმას გარკვეულობაზე და შეუსაბამობის ხელოვნებას. ეს არის ამბავი ხელოვნებაზე ბაზრის გარეშე, ეს არის სპექტაკლი სცენარის და ნარატივი განვითარების გარეშე. მარცხის ქვიარ ხელოვნება ჰყვება შეუძლებელზე, დაუჯერებელზე, ნაკლებად სავარაუდოზე, შეუმჩნეველზე. იგი მშვიდად აგებს და ამ წაგებაში წარმოიდგენს ცხოვრების, სიყვარულის, ხელოვნებისა და ყოფნის სხვა მიზნებს.  “

სტატიის PDF ფორმატის სანახავად გადადით ბმულზე.

მარცხის ქვიარ ხელოვნება – ჯ… by on Scribd