კანადის პრემიერ-მინისტრის ბოდიში ლგბტქი ადამიანებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს მოქალაქეებს ბოდიშს უხდის. წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას ჯასტინ ტრუდომ ისაუბრა წლების განმავლობაში ლგბტქი ადამიანების მიმართ განხორციელებულ დევნასა და დისკრიმინაციაზე. “წარმოიდგინეთ რომ ქვეყანა, რომლისთვისაც მზად ხართ ყველაფერი გაიღოთ, არ ჭირდებით, არ გაღიარებთ და აღგიქვამთ როგორც ნაკლულს ან საფრთხედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არა იმიტომ რომ არ შეგიძლიათ …

კატეგორიის გარეშე


არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან

  24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით. …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების გამო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას მიერ, 2017 წლის 15 ოქტომბერს “ჰერაკლესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს მოჰყვა.    აღსანიშნავია, რომ კამპანია, რომელშიც ფეხბურთელი ნებაყოფლობით იყო ჩართული, ემსახურება დისკრიმინაციასთან ბრძოლას და ყველა ადამიანის თანასწორობის …

ახალი ამბები


PrEP პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები და სარისკო ქცევის შეფასება

იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანის ჩართვა პრეპ პროგრამაში, ის უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს მისი სარისკო ქცევიდან გამომდინარე: კერძოდ, პროგრამა განკუთვნილია აივ ნეგატიური სტატუსის მქონე, სრულწლოვანი მამაკაცებისა და ტრანსგენდერი ქალებისათვის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან და პროგრამაში ჩართვამდე 6 თვის პერიოდში ხასიათდებიან რეგულარული სარისკო ერთი ან რამდენიმე ქცევით, როგორებიცაა: – აივ დადებითი სტატუსის მქონე მუდმივი პარტნიორის …

PrEP


“არა ფობიას” წევრი ორგანიზაციების საჩივარი ტელეკომპანია “მაესტროს” წინააღმდეგ

2 ნოემბერს სამოქალაქო პლატფომა “არა ფობიას” წევრმა ორგანიზაციებმა: მედიის განვითარების ფონდი, თანასწორობის მოძრაობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- ტელეკომპანია “მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართეს. საჩივრის საფუძველი “მაესტროს” 27 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის, ჰომოფობიის წამახალისებელი კომენტარები გახდა, რომელიც მან ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ინტერვიუს დროს …

ახალი ამბები