შსს-მ სამი ტრანსგენდერი ქალის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ორ პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სამ ტრანსგენდერ ქალის ცემის ფაქზე, ორი ბრალდებულია დაკავებული.  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  დანაშაული გენდერული იდენტობის ნიშნით არის ჩადენილი. “დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის …

ახალი ამბები


შსს-მ მირანდა ფაღავას ცემაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 იანვარს, გამთენიისას თბილისში ტრანსგენდერი აქტივისტის, მირანდა ფაღავას ცემაში ბრალდებული პირი დააკავეს. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. იქნა დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, გენდერული იდენტობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა …

ახალი ამბები


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ციხეში “საქათმის” არსებობა დისკრიმინაციად მიიჩნია.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რომლითაც სამინისტრო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მხრიდან ამავე დაწესებულების პატიმრის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი. დირექტორის ბრძანებით პატიმარს აეკრძალა სამეურნეო ნაწილში მუშაობა, ვინაიდან სხვა პატიმრები ამას ჰომოფობიური საფუძვლით ითხოვდნენ. სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, …

ახალი ამბები