
“მე ვარ თაზო, 22 წლის, სოციალური მუშაკი და ქვიარ აქტივისტი. თავიდან, როცა აქტივისტურ საქმიანობებში ჩავერთე, ეს იყო გარემოსდაცვითი საქმიანობები. თუმცა, საქმიანობის რაღაც ეტაპზე, მოხდა გარდამტეხი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, რის შემდეგაც უბრალოდ დავინახე და გავაცნობიერე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში არის ადამიანი, ერთადერთი მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა დამეფუძნებინა მთელი ჩემი შემდეგი პროფესიული და პირადი ურთიერთობები. ამიტომ, …

“ვასწავლი უნივერსიტეტში და, პერიოდულად, დავდივარ სხვადასხვა ქალაქში. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვცდილობ, ზუსტად ამაზე ავაგო მთელი ჩემი სამუშაო. ვლაპარაკობ იმაზე, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს და ჩემი განათლებაც ზოგადად ფემინიზმში და სექსუალობაში და ისტორიასთან ამის დაკავშირება მგონია მნიშვნელოვანი და ვცდილობ ამ კუთხით ველაპარაკო სხვებსაც. მე რომ ვიზრდებოდი ძალიან დიდი ნაკლებობა იყო ზოგადად ყველანაირი სახის …