მოდი, დავიწყოთ ბოდიშით!
ბოდიში!
ბოდიში ყველა იმ ბიჭს, რომლის ფემინურობის გამოც ოდესმე გავღიზიანებულვარ. ბოდიში ყველა იმ ბიჭს, რომელმაც დიდ წნეხს ვერ გაუძლო და დათმო თავისი სინაზე და სილამაზე. ბოდიში ყველა იმ ბიჭს, რომლებსაც მთელი ცხოვრება უნდოდათ ყოფილიყვნენ მხიარულები, ლამაზები, ნაზები, ფემინურები, მაგრამ ვერ ბედავდნენ. ბოდიში იმათ, ვისაც სხვების ფემინურობა აღიზიანებს, იმის გამო რომ თვითონ მოუწია ამის დათმობა.
და ბოლოს, თქვენგან ველი ბოდიშს!
მომიხადეთ ბოდიში, იმის გამო, რომ 26 წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ფემინურობა ლამაზია!
მომიხადეთ ბოდიში, იმის გამო რომ ვიღაცები ქუჩაში სიარულისას მაგინებენ!
მომიხადეთ ბოდიში, იმის გამო, რომ მე ბრძოლა მჭირდება!
მომიხადეთ ბოდიში, იმის გამო, რომ დედაჩემის გაზრდა მე მომიწია!
მომიხადეთ ბოდიში, იმის გამო, რომ სარკეში ჩახედვას მიშლიდნენ. გრძელი თმის ტარების ნებას არ მაძლევდნენ. ემოციურად საუბარს მიშლიდნენ, ფერადი ტანსაცმლის ჩაცმას მიშლიდნე.
ეს ყველას ბრალია!
მაგრამ, როგორც დედაჩემი იტყოდა, ბოდიში რომ საქმეს შველოდეს აფთიაქში გაიყიდებოდაო.
#Lashafox Anyways!