არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტზე

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი …

ახალი ამბები


ინტერნალიზებული ჰომოფობია, აქტივიზმი თანასწორობისთვის

“საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია ხშირად გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებშიც კი საკუთარი თავის, ან სხვა ლგბტ ადამიანების მიმართ ზიზღს იწვევს. აგრესიის თავიდან ასაცილებლად ხშირად ლგბტ ადამიანებს იდენტობის დამალვა უწევთ. საფრთხისა და შიშის გამო გაჩენილ სიძულვილს სხვა ლგბტ ადამიანების მიმართ ავლენენ. მაგალითად, ტრანსგენდერი ადამიანები, ფემინური გეი ბიჭები და მასკულინური ლესბოსელი ქალები ლგბტ თემისგანაც კი გარიყული არიან, …

აქტივიზმი თანასწორობისთვის
კამპანიები


დავით კახაბერის საჯარო ლექცია გენდერული დისფორიის შესახებ

პარასკევს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, თანასწორობის მოძრაობაში გაიმართება ღონისძიება გენდერული დისფორიის შესახებ. შეხვედრაზე ფსიქოთერაპევტ დავით კახაბერთან ერთად, ვისაუბრებთ გენდერული დისფორიის შესახებ და ვეცდებით ვნახოთ, როგორ იცვლებოდა მიდგომები გენდერისა და სექსუალობის შესახებ ფსიქიატრიაში. დისფორია ბერძნული სიტყვაა და იმ დისკომფორტს აღწერს, რაც შეიძლება ჩვენს ძნელად ასატან მდგომარეობას უკავშირდებოდეს. ეს ტერმინი მოუსვენრობისა და უკმაყოფილების გამომხატველია. ფსიქიატრიისთვის ასეთი მდგომარეობა …

ღონისძიებები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას და იმ პრობლემებს, რაც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი უმრავლესობის ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ …

კატეგორიის გარეშე


აქტივიზმი თანასწორობისთვის, იაგო კაჭკაჭიშვილი

“საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ცნობიერება საზოგადოებაში, არაფორმალურ ინსტიტუტებში, ოჯახში, ფორმალურ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილი, ეს არის მისი ინტიმური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის მისი იდენტობის შემადგენელი ნაწილი და ის, რაც ადამიანის იდენტობის შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება გახდეს მისი სოციალური რეპრეზენტაციის არსებითად განმსაზღვრელი. სექსუალური ორიენტაციის მიმართ საზოგადოება …

აქტივიზმი თანასწორობისთვის
ახალი ამბები
კამპანიები