ქარტიამ „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები დააკმაყოფილა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 9 მაისს გამართულ სხდომაზე სრულად დააკმაყოფილა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები ტელეკომპანია „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ“. ქარტიას საჩივრით„თანასწორობის მოძრაობამ“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა”მიმართეს, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი …

ახალი ამბები


სათემო ორგანიზაციების განცხადება

ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსგენდერი თემი საქართველოში დგას, კორონა ვირუსის, და მასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის, პირობებში მეტად კრიტიკული გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში სათემო ორგანიზაციები ინტენსიურად ვმუშაობთ სტანდარტული სერვისების ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით კრიზისულ რეალობასთან ადაპტირებასა და ახალი პროგრამების დანერგვაზე, რომელიც ჩვენი თემის ყოფითი გამოწვევების ადექვატური იქნება. პარალელურად, ჩვენ პერმანენტულად გვიწევს გარე აქტორების (პოლიტიკოსები, მედია, გაუმართავი …

ახალი ამბები


აქტივისტების აკადემია | გიორგი ფცქიალაძე [ვიდეოჩანაწერი]

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ აქტივისტების აკადემიის მესამე ლექცია-დისკუსიის ვიდეო ჩანაწერს. გარემოს აქტივისტი გიორგი ფცქიალაძე საუბრობს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. გიორგი ფცქიალაძე არის “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” წევრი. აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. გრონინგენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. ,,აქტივისტების აკადემია” მოიცავს 4 დისტანციური ლექცია-დისკუსიას. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩვენი შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში შედგება.

აქტივისტების აკადემია
ღონისძიებები


“თანასწორობის მოძრაობამ” “ღია ეთერის” წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “თანასწორობის მოძრაობის” განცხადება, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღია ეთერი” წამყვანების – რუსა შელიასა და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ. სადავო გადაცემა ეთერში 2020 წლის 28 აპრილს გავიდა. “თანასწორობის მოძრაობას” მიაჩნია, რომ ჟურნალისტების მონოლოგს, კონტექსტის გარეშე რეპლიკებსა და გამოყენებულ ფოტოებს შესაძლოა უარყოფითი ეფექტი ჰქონოდა პირთა თანასწორუფლებიანობაზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ სადავო მასალა წარმოადგენს როგორც …

ახალი ამბები


დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2019 წლის ანგარიში

დღეს, 2 მაისს “კოალიციამ თანასწორობისთვის” გამოაქვეყნა რიგით მეოთხე ანგარიში, სადაც მიმოხილულია 2019 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა. ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წლის ტენდენციები, რომლებმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, აქ ნაჩვენებია ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და …

დოკუმენტები