თანასწორობის მოძრაობამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

„თანასწორობის მოძრაობამ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის მოქმედი რედაქცია „შიდსი შეყრა“ იცვლება „სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადების შეყრით“; კანონპროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეყრის/შეყრის საფრთხის შექმნისთვის; განსაზღვრულია დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები; საქართველოს სისხლის სამართლის …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს სოფიო კილაძის კომიტეტის წევრად შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით

2020 წლის მეორე ნახევარში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რიგით მეთვრამეტე სესიაზე (კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოთა კონფერენცია), კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს. მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტის მომავალ კანდიდატებს გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით არჩევენ და წარუდგენენ კომიტეტს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.   წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები …

ახალი ამბები


ლგბტქი სათემო ორგანიზაციების განცხადება თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვასთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)-ის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს. საქმე ეხება სუს-ში 30 მაისს ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს.  გამოძიების დაწყების ბუნდოვანი ამოცანებისა და კრიტიკის ფონზე გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარება, …

ახალი ამბები


საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ მთავრობას გააძლიეროს შერიგებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნის მოსალოდნელ პროცესს და მთავრობას დემოკრატიულ კონსულტაციებზე დაფუძნებული პროცესის შექმნისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინსტიტუციური და პოლიტიკური გაძლიერებისკენ მოვუწოდებთ. რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოზიციას ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამ დრომდე მთავრობას საზოგადოებისთვის არ …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” გამოხმაურება მამუკა ხაზარაძის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის დისკრიმინაციულ, ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დისკრიმინაციული შინაარსისაა და ლგბტ+ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ემსახურება. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ერთერთ ყველაზე დაუცველ და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ, რასაც საზოგადოების ნაწილში არსებული ჰომო- და ტრანს*ფობიური დამოკიდებულებები განაპირობებს. ლგბტ+ პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” შეშფოთებას გამოხატავს “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ოფისს თავს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ და საღებავები შეასხეს.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში “თბილისი პრაიდის” ოფისთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც ოფისის შენობაზე ლგბტ+ დროშის გადმოფენას აპროტესტებენ. პრაიდის წარმომადგენლების ვარაუდით, ოფისზე თავდასხმა სავარაუდოდ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: დროულად …

ახალი ამბები


საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მთავრობას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ სომხეთის მოქალაქეებს და ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული საგანგაშო ვითარების გამო, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას გაუწიოს დახმარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს. ჩვენი რწმენით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური …

ახალი ამბები


განცხადება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ვიხსენებთ ჩვენი წინაპრების 102 წლის წინანდელ მცდელობას, შეექმნათ თანასწორუფლებიანობაზედაფუძნებული სახელმწიფო. საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი აქტივიზმისა და ბრძოლისათვის ლგბტქი ადამიანების თანასწორობის მიღწევისთვის, რადგანაც იგი განსაზღვრავს ჩვენს დღის წესრიგსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშე ლგბტქი თემი დგას.  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 29-ე წელს პანდემიის პირობებში ვხვდებით. ამ მდგომარეობით …

ახალი ამბები