კოალიცია პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს აფასებს

1.    არამოსამართლე წევრების როლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის რამდენიმე ტალღა, საბოლოო ჯამში, სასამართლოს დემოკრატიული გარდაქმნისა და გაჯანსაღების არასრულფასოვან მცდელობად ფასდება. ძირეული ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობამ და მხოლოდ ფრაგმენტულმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, ვერ უზრუნველყო ისეთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან გამკლავება, როგორებიც შიდა კორპორატივიზმი, კლანურობა, გარე გავლენებისა და სასამართლოს …

ახალი ამბები


“საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” – ანგარიში

“თანასწორობის მოძრაობამ” “მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულ კოალიციასა” და ასოციაცია “თემიდასთან” ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) “საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ლგბტ+ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებსა და ძალადობის შემთხვევებს აფასებს. დოკუმენტში განხილულია ლბტ ქალების მიმართ გენდერის ნიშნით, აგრეთვე ოჯახში ჩადენილი და სექსუალური …

ახალი ამბები


ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ქვეთავში, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ეხება, ევროპარლამენტი გმობს ლგბტქი ადამიანების მიმართ განგრძობად დისკრიმინაციას, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში; აგრეთვე, ულტრა-ნაციონალისტური სიძულვილის ჯგუფების მიერ ლგბტქი ადამიანების დევნას. ევროპარლამენტი გმობს 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას; აგრეთვე, …

ახალი ამბები


არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მსჯავრდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

2022 წლის 15 მარტს ა.ა.ი.პ „თანასწორობის მოძრაობას“ 21 წლის ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე დროის პერიოდში ბრალდებული სისტემატიურად, ძალადობითა და …

ახალი ამბები


ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მადლობის წერილი სახალხო დამცველს

საქართველოში ლგბტქი საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ქვიარ საკითხებზე გაწეული შრომისა და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისთვის! ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის პირობებში, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აპარატმა თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ზოგადი წინადადება გამოსცა, რამაც საქართველოში ლგბტქი ადამიანებისთვის …

განცხადებები


სტრასბურგმა ტრანსგენდერი კაცების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა (WISG) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოებული სამი ტრანსგენდერი კაცის (ა.დ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ა.კ საქართველოს წინააღმდეგ და ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს …

ახალი ამბები